Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 თებ 2023

სასამართლოს მენეჯერებისა და აკადემიური პერსონალის სემინარი სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სასამართლო ადმინისტრირების გაუმჯობესების, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და სასამართლო ოპერაციების უფრო ეფექტური და საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის გზით მხარს უჭერს მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. პროგრამა, თავისი საქმიანობის ფარგლებში, რეგულარულად უწევს ტექნიკურ დახმარებას ცალკეულ სასამართლოებს სასამართლოს ადმინისტრირების პრაქტიკის, სასამართლოს მომხმარებლებთან და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

2023 წლის 25 თებერვალს სასამართლოს მენეჯერებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო სისტემის სტატისტიკის დანაყოფის ხელმძღვანელებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ სასამართლოს მენეჯერთა პირველ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

პროგრამაში ჩართული იყო აშშ-ს სასამართლოს მენეჯმენტის ექსპერტი, ჯეფრი ქოლველი, რომელმაც ჩაატარა სესიები სასამართლო ადმინისტრირებისა და საქმისწარმოების მართვის აქტუალურ საკითხებზე. ბ-ნი ქოლველი არის სასამართლოს მენეჯერი („სასამართლოს კლერკი“) დენვერის ფედერალურ საოლქო სასამართლოში, კოლორადოში და ამ თანამდებობას იგი 2012 წლიდან იკავებს და მის პასუხისმგებლობაში შედის სასამართლოს ადმინისტრირების ყველა კომპონენტი; იგი მჭიდროდ თანამშრომლობს თავმჯდომარესთან სასამართლოს ადმინისტრაციული და ოპერატიული საჭიროებების მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, 2001-2004 წლებში ბ-ნი ქოლველი იყო სამხედრო მოსამართლე აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსში, სადაც ის სისხლის სამართლის საქმეებზე აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლის მსგავს ფუნქციებს ასრულებდა. მან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბაზაზე ჩადენილი დაახლოებით 300 ფედერალური დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სასამართლო პროცესი წარმართა, მათ შორის დაახლოებით 30 ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

ბ-ნი ქოლველის მიერ სემინარის დროს განხილული საკითხები მოიცავდა სასამართლოს ეფექტურობას, სტატისტიკის გამოყენებას საქმის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, სამუშაოს ოპტიმალურ განაწილებას, სასამართლო თარჯიმნების გამოყენებას, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ საკითხებს, საქმის მართვის პროცესის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას წარმომადგენლის გარეშე მყოფი მხარეთათვისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

სამართლის დოქტორმა ტიმ ბუნიევაცმა, საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების ავსტრალიელმა ექსპერტმა, რომელიც ამჟამად არის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოების ჩართულობის მრჩეველი, ასევე გამართა სესია ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის სასამართლო სისტემის რეფორმის მაგალითის შესახებ. მისი გამოსვლა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სასამართლოს მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა, სასამართლოს მართვის საბჭოები, მატერიალურად და ფუნქციურად ხელმისაწვდომი სასამართლო პროცესები, საქმეების დიფერენცირებული მენეჯმენტი, საქმის შეწონვა, საქმის განაწილებისას მოსამართლის დატვირთულობის ობიექტური გაზომვა, ხარისხის მართვის სისტემები, დროის მენეჯმენტის სტანდარტები და სასამართლო სისტემის მუშაობის სხვა ინდიკატორები.

შეხვედრა დაასრულა 34 წლიანი სამოსამართლო, მათ შორის 9 წლიანი საერთაშორისო და 17 წლიანი პროკურორობის გამოცდილების მქონე ამერიკელმა მოსამართლე რობერტ ქაროლანმა, რომელიც ამჟამად რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებისთვის ახორციელებს ე.წ გრძელვადიან მენტორობის პროგრამას. მან, როგორც ყოფილმა მოსამართლემ, სამუშაო შეხვედრისას მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება სასამართლო ადმინისტრირების წარმატებული პრაქტიკისათვის მოსამართლეებსა და სასამართლო მენეჯერებს შორის ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ.

სასამართლოს მენეჯერების სემინარი არის გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სასამართლოს მენეჯერების ძლიერი ქსელის შექმნასა და საჭიროებებზე დაფუძნებული შესაძლებლობების განვითარების აქტივობების რეგულარულად განხორციელებას. მონაწილეების შეფასებით,  სამუშაო შეხვედრა იყო ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო ყოველდღიური საქმიანობისთვის და გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები