Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 - 12 თებ, 2023

სემინარი სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობაზე ახალციხის რეგიონული სასამართლოსთვის

ახალციხის რაიონული სასამართლოს თანამშრომლებმა, მათ შორის მოსამართლეებმა, მონაწილეობა მიიღეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სემინარში, რომელიც სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობას ეხებოდა.

პროგრამის მრჩეველმა საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, ტიმ ბუნიევაცმა და კოორდინატორმა საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, მარიამ გობრონიძემ გამართეს სესია სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.

ბუნიევაცი შეეხო საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, მათ შორის იმსჯელა დარგში არსებულ მნიშვნელოვან თეორიასა და პრაქტიკულ მიდგომებზე და განიხილა სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასამართლოს ჩართულობას სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებში.

სესიის დროს მიმოიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: განსხვავებები ტრადიციულ და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ სასამართლოებს შორის; სასამართლოში საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომის ხუთი საშუალება; სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობა სასამართლო შენობის გარეთ; კვლევის ანგარიშის წარმოების მაგალითები; სასამართლოსა და საზოგადოების ჩართულობის მრჩეველთა გუნდის როლი და ფუნქციები; და სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მხარდასაჭერად მრავალი გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობები.

ჯგუფური სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება ესაუბრათ ახალციხელების წინაშე მდგარი სამართლებრივი საჭიროების შესახებ, რის შემდეგ, ინტერაქტიური დისკუსიის მეშვეობით სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის წარმატებული გეგმის ელემენტების იდენტიფიცირებაზე იმსჯელეს. შეხვედრა დასრულდა პრაქტიკული სავარჯიშოებით, სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიერ სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის საკუთარი გეგმის შემუშავებით, რომელიც შექმნილია წინასწარ იდენტიფიცირებული საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და სასამართლოს ჩართულობის გაზრდის მიზნით ადგილობრივ თემთან. გეგმა მოიცავს სასამართლოს სამოქმედო მისიას, სასურველ შედეგებს და აქტივობებს წინასწარ იდენტიფიცირებული საზოგადოების ჯგუფის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ძირითად რესურსებსა და დაინტერესებულ პირთა მხარდაჭერას, რომელიც საჭირო იქნება შემოთავაზებული აქტივობების განსახორციელებლად. სემინარის მონაწილეებმა საზოგადოების ჩართულობის აქტივობების მრავალი ფორმა შეიმუშავეს, როგორიცაა მრგვალი მაგიდის დისკუსიები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ღია კარის დღეები სასამართლოში, იმიტირებული სასამართლო პროცესები, პარტნიორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამართლებრივ ჭრილში ცნობიერების ამაღლების აქტივობების მომზადება და ა.შ., რომელთა განხორციელებასაც სასამართლო მომდევნო 24 თვის განმავლობაში განიხილავს. მონაწილეებმა პროგრამის გუნდი 2023 წლის აპრილში სასამართლოში მიიწვიეს სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის გეგმის დასასრულებლად, სამუშაო შეხვედრაზე მომზადებული გეგმის პროექტის საფუძველზე.

მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროგრამას მხარდაჭერისთვის. მოსამართლეებმა მარიკა ჩიტაშვილმა და გიორგი ლობჟანიძემ ხაზი გაუსვეს სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობისა და მისი ლეგიტიმაციის გაზრდის საკითხში.

„სემინარზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ძალიან საინტერესო იყო წარმატებული პრაქტიკის მოსმენა მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ავსტრალიის მაგალითები. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩვენი სასამართლო მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება საზოგადოებაზე ორიენტირებული და შეეცდება აამაღლოს სამართლებრივი ცნობიერება კონკრეტულ ჯგუფებში.“ - განაცხადა ნინო ჩიგოგამ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა.

სამართლის უზენაესობის პროგრამა გააგრძელებს ახალციხის რაიონული სასამართლოს მხარდაჭერას, რათა გააღრმაოს მისი აქტივობები და დაეხმაროს მას სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებაში მოსამართლეებისა და სასამართლოს პერსონალის აქტიური ჩართულობით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები