Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 ივლ 2022

სემინარი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გამართა სემინარი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მოსამართლეების დანიშვნებთან დაკავშირებული ადვოკატირების სტრატეგიების შესახებ. სემინარს  პროფესორი ქეროლაინ ფრედრიქსონი, ჯორჯთაუნის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი და ამერიკის კონსტიტუციის საზოგადოების (ACS) ყოფილი პრეზიდენტი უძღვებოდა.

შეხვედრას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფისა და პლატფორმა კომენტარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო მოსამართლეობის პოტენციური კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავების, იდენტიფიცირების, პოპულარიზაციის სტრატეგიებისა და ტაქტიკის საკითხები.

პროფესორმა ფრედრიქსონმა დამსწრეებს გაუზიარა ACS-ის გამოცდილება მოსამართლეთა შერჩევის სხვადასხვა ეტაპებთან დაკავშირებით: კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დადგენა, კანდიდატების მოძიება, მათი დახმარება შერჩევის პროცესში, კანდიდატების მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოში და კამპანია სოციალური მედიის საშუალებით. 

ქეროლაინ ფრედრიქსონმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ამ პროცესში გამჭვირვალობა და თანმიმდევრულობა სამოქალაქო საზოგადოების რეპუტაციის დასაცავად. მონაწილეებმა ზემოთაღნიშნული ეტაპები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან მიმართებით განიხილეს.

მცირე ჯგუფებში ორგანიზაციებმა იმსჯელეს კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული კრიტერიუმებიის შესახებ. მათ ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კანდიდატთა შესარჩევი კომიტეტის შექმნა, კამპანიის დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კანდიდატების განაცხადების გაფილტვრა, მათი შერჩევა და მხარდაჭერა. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც დაინტერესებული ორგანიზაციები დამატებით განიხილავენ. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები