Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ნოე 2023

სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების, პროგრესისა და ერთიანი მოქმედების მნიშვნელობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

სექსუალური შევიწროება გლობალური პრობლემაა. საქართველოს მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის მიღებამ და შემდგომში საჯარო და კერძო სექტორებში პრევენციის მექანიზმების დანერგვის ვალდებულებამ, ქვეყანაში მათი აღსრულების შეფასების შესაძლებლობა შექმნა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად, მხარი დაუჭირა კონფერენციას სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენცია 2023 წლის 29 ნოემბერს, გაიმართა და ასზე მეტი მონაწილე დაესწრო. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დამცველებმა სექსუალური შევიწროების პრევენციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

მისასალმებელ სიტყვაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ, თამარ საბედაშვილმა, ხაზი გაუსვა სამუშაო ადგილზე და სხვა ნებისმიერ სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის მექანიზმების დანერგვისა და იმპლემენტაციის ინსტიუტციური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„სექსუალური შევიწროება არ ეხება სექსს, ეს არის მამაკაცების ძალაუფლების დომინირება ქალებზე“ - ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ.

USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა,  განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობა აგრძელებს თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან გენდერული თანასწორობის, გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად. მან აღნიშნა, რომ USAID-ი,  სამართლის უზენაესობის პროგრამის მეშვეობით, მხარს უჭერდა სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას, რომელიც 2019 წელს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობის შედეგად იქნა მიღებული.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გადამწყვეტ როლს გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ ხშირად, სექსუალური შევიწროებას  საზოგადოება არ აღიქვამს როგორც ძალადობას ან კრიმინალური ხასიათის ქმედებას. ასეთი აღქმა კი, იწვევს ადამიანების თავშეკავებას ხმა აიმაღლონ უფლებების დასაცავად, რადგან ეშინიათ ბულინგის და კრიტიკის.

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ მექანიზმებსა და სტრატეგიებზე ისაუბრეს. “არის შემთხვევები, როცა დისკრიმინაციის მსხვერპლები, უარს ამბობენ უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე, ერთი მხრივ, მტკიცებულებების შეგროვების პრობლემების და მეორე მხრივ საზოგადოებრივი წნეხის გამო. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად, ქალთა წინააღმდეგ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

​კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სესიები, რომლებსაც  სხვადასხვა საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ექსპერტები უძღვებოდნენ. მონაწილეებმა სამუშაო ადგილზე და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის, საჭიროებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს.

კონფერენციამ ხელი შეუწყო სექსუალური შევიწროების პრევენციის წარმატებული მაგალითების შესახებ ერთიან დიალოგს და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები