Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 ნოე 2023

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საგანმანათლებლო ატივობებს რომელიც ხელს უწყობს სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გაძლიერებას. ნოემბერს, პროგრამის მხარდაჭერით და მედია სააგენტო ქუთაისი პოსტის ორგანიზებით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსწავლეების ტური გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლისა და მომავლის სკოლის 33 მოსწავლე გაეცნო სასამართლოს მუშაობის პრინციპებს.

სტუმრებს სასამართლოს მენეჯერმა, ნინო გელაშვილმა უმასპინძლა და დეტალურად განუმარტა საერთო სასამართლოების სისტემა, ესაუბრა საქმის განხილვის წესებისა და სასამართლო სხდომის მიმდინარეობის შესახებ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო საქმეთა განხილვის სხდომათა დარბაზები. ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ მოერგოთ მოსამართლის, პროკურორის, მხარეების წარმომადგენლების როლი, რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

„აქამდე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა სასამართლოს შესახებ, თუ რა ხდებოდა შიგნით. ამიტომ, მრავლისმომცემი იყო ეს შეხვედრა, მომეწონა და აღფროვანებული ვარ. შესაძლოა, დავფიქრდე კიდეც სამომავლოდ ამ პროფესიის არჩევაზე“- განაცხადა ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მოსწავლემ, ქეთევან მაღლაკელიძემ.

სასწავლო ვიზიტების მნიშვნელობაზე და მათ როლზე არაფორმალურ განათლებაში ისაუბრეს მასწავლებლებმაც. ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქოს მასწავლებლის სოფიო ობოლაძის თქმით: „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ვიზიტი. სკოლისთვის პრიორიტეტია არაფორმალურ განათლება და აქ მიღებული ცოდნა მოსწავლეებისათვის ნაყოფიერი იქნება. ასეთმა აქტივობებმა შესაძლებელია, მათ პროფესიულ არჩევანზეც იქონიოს გავლენა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის.“

ღონისძიება ქუთაისი პოსტის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. ქუთაისი პოსტი იმერეთის რეგიონის სასამართლოებში კიდევ სამი ტურის მოწყობას გეგმავს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები