Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 - 13 თებ, 2023

სტუდენტი-პარალეგალები იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს და ცოდნას ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) მხარდაჭერას საინფორმაციო კამპანიაში - ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები აჭარის რეგიონის სტუდენტებისთვის.

2023 წლის 10-13 თებერვალს, ოცდაორმა სტუდენტ-პარალეგალმა გაიარა ტრენინგი კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის საკითხებში.

ექსპერტი/ტრენერი, ვლადიმერ მკერვალიშვილი დაეხმარა სტუდენტებს თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაში, რათა მათ სათანადოდ მოახდინონ ადამიანის უფლებების შესახებ საუბარი/ქარდგენა აჭარის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების დროს.

სტუდენტ-პარალეგალებს, ასევე, მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ, რომლის შესახებ სასაუბროდაც მოწვეული იყო საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.

მან განიხილა შემდეგი თემები: საქართველოში ადამიანის უფლებების ისტორია და კონსტიტუცია, ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია და ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, სიცოცხლის უფლება, წამებისა და დისკრიმინაციის აკრძალვა, გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება.

გარდა ამისა, გიორგი ბურჯანაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ცოდნის გაღრმავების მიზნით მონაწილეებთან ადვოკატისა და უფლებადამცველის პროფესიის შესახებ კარიერული საუბრები გამართეს, ასევე აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლების წინაშე მდგარი რეალური გამოწვევები განიხილეს.

„USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურს, რათა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა მათი უფლებების და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. პარალეგალების პროექტის კურსდამთავრებულები, თავიანთი ცოდნის საზოგადოებისთვის გაზიარებით, გარდამტეხ როლს ასრულებენ აღნიშნულ პროცესში.“ - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ირინა ლორთქიფანიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის მრჩეველმა.

ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები. სტუდენტ-პარალეგალთა მეორე ჯგუფის საინფორმაციო აქტივობები 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა.

ღია კონკურსის წესით 40 აპლიკანტიდან 18 საუკეთესო სტუდენტი შეირჩა აჭარის ადგილობრივი უნივერსიტეტებიდან. პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მოდულებს ქალთა უფლებებზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, ტრეფიკინგზე, შშმ პირთა უფლებებზე, ადამიანის ძირითად უფლებებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და თვითპრეზენტაციაზე. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები