Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 20 ივლ, 2023

სტუდენტი-პარალეგალები მაღალმთიან აჭარაში 80-ზე მეტ სოფლის მაცხოვრებლებს ძირითად უფლებებზე ესაუბრება

აჭარის რეგიონის სტუდენტ-პარალეგალმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 80-ზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ძირითადი უფლებების შესახებ.

17-19 ივლისს ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა საინფორმაციო შეხევდრაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებსაც სტუდენტი-პარალეგატორები უძღვებოდნენ და რომელიც ფოკუსირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ბავშვთა და ქალთა უფლებები, ადრეული ქორწინება, მემკვიდრეობის საკითხები და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული უფასო იურიდიული მომსახურების კრიტერიუმები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და მისმა მოადგილემ ქეთევან მურადაშვილმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მნიშვნელობას. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად ცოდნის გაზიარების ეს ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და ძლიერი საზოგადოების ფორმირებას. 

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს იურისტები ესწრებოდნენ შეხვედრებს და უწევდნენ იურიდიულ კონსულტაციებს სოფლის მცხოვრებლებს. სულ 15-მა სოფლის მაცხოვრებელმა მიიღო რჩევა და მხარდაჭერა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის მიწის რეგისტრაციაზე, საბანკო სესხებზე და დავალიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ქალთა უფლებების შესახებ სტუდენტი-პარალეგალების პრეზენტაციები მოიცავდა დისკუსიებს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადრეული ქორწინება, მემკვიდრეობის თანაბარი უფლებები და ქალთა უფლებები შრომით ურთიერთობებში. გარდა ამისა, მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების არსებით ასპექტებს, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბულინგის და ინკლუზიური განათლების შესახებ.

სტუდენტ-პარალეგალებს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებსა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია აჭარის მაღალმთიან მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და ადამიანის უფლებების უკეთ გააზრების ხელშეწყობის პროცესში. ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და იცავენ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები