Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 - 26 თებ, 2023

სტუდენტების უნარების განვითარება მომხმარებელთა დაცვის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესისა და მედიაციის გზით

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. პროცესის ფარგლებში შევიძინე როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოვიმუშავე ის პრაქტიკული საპროცესო უნარები, რაც ნებისმიერი იურისტის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის ორმაგად საინტერესო იყო პროცესის თემატიკა, ვინაიდან საშუალება მქონდა უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან და პრაქტიკოსი იურისტებისგან მიმეღო გამოცდილება ისეთ აქტუალურ სამართლებრივ სფეროში, როგორიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალია. გამოვარჩევდი მედიაციის იმიტირებულ პროცესს, რომელმაც ახლებურად დამანახა როგორც თავად პროცესის მნიშვნელობა, ასევე მედიატორის როლი დავის გადაწყვეტის პროცესში. პროცესის ფარგლებში მიღებულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს აქტიურად გამოვიყენებ ჩემს სამომავლო იურიდიულ საქმიანობაში.“– ამბობს მარიამ კობერიძე, სტუდენტი და იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე გუნდის წევრი.

2023 წლის 25-26 თებერვალს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრმა, ჩაატარა იმიტირებული სასამართლო პროცესისა და მომხმარებელთა დაცვის სამართალში მედიაციის დასკვნითი რაუნდები. თორმეტ ფინალისტ გუნდს საშუალება მიეცა, იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში მიეღოთ გამოცდილება როგორც პროცედურულ, ასევე მედიაციის უნარებში. პროცესის დასრულების შემდეგ, მათ მიიეღეს რეკომენდაციები კვალიფიციური ექსპერტებისგან და სერთიფიკატები სხვადასხვა კატეგორიებში. გარდა ამისა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, სტაჟირება შესთავაზა შვიდ სტუდენტს, ხოლო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიულმა კლინიკამ ოთხ სტუდენტს. ასევე, სამმა იურიდიულმა ფირმამ (კორძაძის საადვოკატო ბიურო, VBAT იურიდიული ფირმა, და ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის იურიდიული ფირმა) შესთავაზეს სტაჟირება სხვადასხვა სტუდენტებს.

"მე, როგორც სამართლის სტუდენტი, ვფიქრობ, რომ პროფესიული წინსვლისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობა თეორიული ცოდნის მიღების გარდა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ჩემთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის  იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა აღნიშნული კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გარდა ამისა, პროექტმა მომცა შესაძლებლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში სტაჟირების გავლისა, რაც დიდ პატივთან ერთად საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა. მე კი მადლობა მინდა გადავუხადო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ქართველი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის." - განაცხადა თამარ ღვირჯიშვილმა.

****

ღონისძიებაზე დარეგისტრირდა 17 სტუდენტური გუნდი შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იმიტირებულ სასამართლო პროცესამდე, 2022 წლის დეკემბერში, მონაწილე გუნდებმა გაიარეს ტრენინგი სასმართლებრივ წერაში. ტრენინგს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, მედიატორი სოფიო ჩაჩავა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ იურიდიული წერის საფუძვლებს და ტექნიკას, და როგორ მოემზადებინათ სამართლებრივი დასკვნა.

 2023 წლის 21 იანვარს იმიტირებულ სასამართლო პროცესზე შერჩეულმა გუნდებმა გაიარეს ტრენინგი საპროცესო დოკუმენტების შედგენაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრაქტიკოსი ადვოკატები დავით კიკალეიშვილი და თამარ ხატიაშვილი. ხოლო, 2023 წლის 22 იანვარს, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ მედიაციის ტრენინგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორის, მედიატორი სოფიო ჩაჩავას ხელმძღვანელობით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ესწრებიან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას

.

სრულად
img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

სრულად
img
18 ოქტ 2024

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია სამომხმარებლო არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები