Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 დეკ 2022

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეებს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელმაც სტუდენტებს საშუალება მისცა შეხვედროდნენ მოსამართლეებს, ქეთევან მამაცაშვილს (თბილისის საქალაქო სასამართლო), ხატია არდაზიშვილს (თბილისის სააპელაციო სასამართლო) და ბადრი ნიპარიშვილს (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო), საქართველოში ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ  სასამართლო პრაქტიკაზე  სასაუბროდ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მასპინძლობით ჩატარებულმა შეხვედრამ საშუალება მისცა ოთხმოცდაათზე მეტ სტუდენტს, მოესმინათ მოსამართლეებისათვის  ისეთ თემებზე, როგორიცაა: შემაკავებელი ორდერები, გენდერული სტერეოტიპები და გენდერული მიკერძოება და მათზე რეაგირების უნარი; საკუთარი მიკერძოების პერიოდული შემოწმების მნიშვნელობა; ქალთა ფინანსური რესურსები და ქონებრივი უფლებები.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

სტუდენტებთან მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ხაზი გაუსვა ამ ტიპის დისკუსიის მნიშვნელობას, რადგან ის ეხმარება სტუდენტებს შეიძინონ დამატებითი უნარები და ცოდნა, რაც ძალიან გამოადგებათ იურიდიულ კარიერაში შესვლისას. მან დაადასტურა უნივერსიტეტის სურვილი განაგრძოს პარტნიორობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან სხვადასხვა აქტივობების განხორციელების მიმართულებით.

„ასეთი ინფორმაციული შეხვედრები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დასვან კითხვები და მოისმინონ მოსამართლეთა პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე. როდესაც მე ვიყავი სტუდენტი, ასეთი ღონისძიებების შესაძლებლობა არ მქონდა. დღეს ჩვენი პროგრამა, უნივერსიტეტები და მოსამართლეები, ყველანი ვცდილობთ მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და გავმართოთ მრავალი ღონისძიება, რაც მნიშვნელოვანი იქნება სტუდენტების განვითარებისა და მათი პროფესიული ცოდნის შესაძენად.“ - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, სტუდენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დისკუსია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა სიღრმისეულად განეხილათ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და მათი ფესვები, ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ოჯახში ძალადობის საკითხები, მათ შორის ეფექტურია თუ არა შემაკავებელი ორდერები ქალთა მიმართ ძალადობისა და მათი პრევენციისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები