Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 - 12 აპრ, 2024

სტუდენტი-პარალეგალები გადაზადდნენ სასესხო ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტებში

ადგილობრივმა საზოგადოება მაღალი ინტერესი გამოიჩინა საბანკო სასესხო ვალდებულებების სამართლებრივი საკითხების მიმართ, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დავების გამო, რაც ხშირად სასამართლო პროცესებამდეც კი მიდის. აჭარის და იმერეთის რეგიონის მაღალმთიან რაიონებში სათემო შეხვედრების დროს მოქალაქეები სტუდენტ-პარალეგალებს სასესხო საკითხებთან დაკავშირებით ხშირად მიმართავენ დახმარებისთვისა და რჩევებისთვის.

ამგვარად, 5 და 12 აპრილს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებიდან ორმოცდაათმა სტუდენტმა-პარალლეგმა მონაწილეობა მიიღო სასესხო ხელშეკრულებების შესახებ გამართულ ტრენინგზე, რომელიც სამართლებრივ ასპექტებზე იყო ფოკუსირებული.

აღნიშნული ინიციატივა არის უფრო ფართო პროექტის:,,გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატივა”-ს ნაწილი, რომელსაც მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახური (LAS) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.

შეხვედრა წარმართა მაია ბაქრაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, რომელმაც მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სესხის ხელშეკრულებების კონცეფციაზე და მათ სხვადასხვა ფორმებზე, ასევე კრედიტორის ვალდებულებებსა და სესხის პროცენტებზე. გარდა ამისა, მან ისაუბრა სასესხო ხელშეკრულებებისა და ტრანზაქციების ბათილობის შედეგად გამოწვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

ტენინგისას გაიმართა დისკუსიები, რომელიც მოიცავდა როგორც სასამართლო დავებს ასევე  სანოტარო სერვისების, სააღსრულებო ბიუროების, კერძო მედიაციისა და არბიტრაჟის მეშვეობით სასამართლოს ჩარევის გარეშე სარჩელის დაკმაყოფილების  მეთოდებს. ტრენინგზე ასევე განიხილა ნასყიდობის კონკრეტული სახეობა - ,,გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება“ იმ მნიშვნელოვანი რისკების გამო, რომელსაც უქმნის მსესხებლებს.

სტუდენტ-პარალლეგების სპეციალიზებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვის ინიციატივა, არა მხოლოდ თემებში უწყობს ხელს  სამართლებრივი ცოდნას, არამედ  განამტკიცებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები