Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 მაი 2024

სტუდენტი-პარალეგალები მიწის რეგისტრაციის საკითხებში გადამზადდნენ

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობსთან სტუდენტი-პარალეგალებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) კონსულტანტების მიერ იურიდიული ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული შეხვედრების დროს, ხშირად წამოიჭრა კითხვები მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ, იურიდიულ საკითხებსა და სასამართლო დავებზე.

ამ საკითხის გადასაჭრელად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS) თანამშრომლობით გამართა ტრენინგი [პროგრამა "გახადე მართლმსაჯულება ყველასთვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატვის" ფარგლებში]. 10 მაისს გამართულ სესიაზე, აჭარის რეგიონის ოცდაშვიდმა პარალეგალმა სტუდენტმა - მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები.

ტრენინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ლევან სანებლიძე უძღვებოდა. მან წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე მიწის რეფორმირების პროექტების შესახებ, უძრავი ქონების უფლებების სისტემატური და სპორადული რეგისტრაციის სამართლებრივი ანალიზით.

სესიისას ლევან სანებლიძემ ასევე ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია, მიწის საკუთრების რეგისტრაციის სპეციალური პირობები და ამ პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების როლი.

ტრენინგი მოიცავდა კანონიერ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას და ასევე თვითნებური დაუფლების გზით მიწაზე საკუთრების დასამყარებლად საჭირო დოკუმენტაციას. მან ასევე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვისა და რეფორმის ფარგლებში უცხოელთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ტრენინგის დასასრულს სტუდენტები დაიყვნენ ჯგუფებად და მიიღეს გადაწყვეტილებები კაზუსებზე რომელიც შეეხებოდა მიწის რეგისტრაციის კონკრეტულ საკითხებს, ახლად შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს თემებში სამართლებრივ ცნობიერებას და აძლიერებს ყველასთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. LAS და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა აქტიურად გეგმავს საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც სტუდენტი-პარალეგალები თავიანთ ცოდნას ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარებენ.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები