Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 მაი 2023

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი უფლებების პრობლემები, რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინანსება, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები და სახელმწიფო კონტროლი რელიგიურ გაერთიანებებზე.

პრეზენტაციისას, მარიამ ღავთაძემ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელმა, აღნიშნა: „რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ყველა სისტემური პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა. არ ყოფილა კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის მცდელობა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ქონებრივ და საგადასახადო უფლებებსა და პრივილეგიებს. პირიქით, ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებისგან.“ მისი თქმით, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად კვლავ არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და საკუთრების საკითხები რჩება.

მარიამ გაბედავამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველმა, ხაზი გაუსვა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევების დოკუმენტირებისა და ანალიზის მნიშვნელობას, რათა სამოქალაქო საზოგადოებამ, რელიგიურმა გაერთიანებებმა და სახელმწიფომ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით ჩართულობისთვის.

„ჩვენ არ შეგვიძლია პრეტენზია გვქონდეს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებზე, როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ განიცდის დისკრიმინაციას და წარუმატებლად ცდილობს ისარგებლოს ისეთი ფუნდამენტური უფლებით როგორიც რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაა. ვიმედოვნებთ, რომ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გაწეული ადვოკატირება და სტრატეგიული სამართალწარმოება რელიგიური უმცირესობების სახელით, გამოიღებს პოზიტიურ ცვლილებებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.”

ღონისძიების მეორე ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, მათ შორის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპალური ვიკარიუსი გაბრიელე ბრაგანტინი, საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი და მუსლიმი თემის წარმომადგენელი ზაზა მიქელაძე.

მომხსენებლებმა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. ეპისკოპოს გოცირიძის თქმით, რელიგიის თავისუფლების საკითხები გამქრალია საჯარო დღის წესრიგიდან, მედია ნაკლებად ინტერესდება და აშუქებს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების პრობლემებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რელიგიური ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და თანასწორუფლებიანობის სწავლების მხრივ გამოწვევები რჩება ზოგადი განათლების სისტემაში.

მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში კათოლიკეების მემკვიდრეობა იკარგება. მან აგრეთვე ისაუბრა  საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პრობლემაზეც. პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს და ასევე შეეხო საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს, რაც ეკლესიას ერთადერთი სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს.

ზაზა მიქელაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მუსლიმების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან აგრეთვე აღნიშნა მუსლიმებისთვის საბჭოთა დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების სირთულე და ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას არსებულ ბარიერები, მათ შორის ბათუმის მეჩეთის საქმის მაგალითზე.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები