Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 - 12 ოქტ, 2023

ტრენინგების მეშვეობით სტუდენტების ცოდნის გაძლიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა (SabaUni), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გააუმჯობესა რეგიონალური სტუდენტების ცოდნა ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ ორდღიანი, ტრენერების ტრენინგის (ToTs) ორგანიზებით. ტრენინგში 16 სტუდენტი მონაწილეობდა, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ტრენინგები 7-8 ოქტომბერს SabaUni-ში, ხოლო 10-11 ოქტომბერს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ZSU) გაიმართა.

ტრენერთა ტრენინგი წარმოადგენს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც SabaUni და ZSU ერთად მუშაობენ მე-9-12 კლასის სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებლად და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტები დააფუძნებენ მობილური კლინიკას, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკაში ღირებული გამოცდილების მისაღებად. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ორივე უნივერსიტეტი ერთობლივად შეიმუშავებს და სწავლებაში დანერგავს კლინიკის სილაბუსს, კურიკულუმში პრაქტიკული სამართლის კურსის (Street Law) კომპონენტის ინტეგრირებით. SabaUni-სა და ZSU-ში გადამზადებული სტუდენტები სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს შეასრულებენ თბილისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში უნივერსიტეტების პრაქტიკული სამართლის კურსის (Street Law) მეშვეობით, ასევე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციებს დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

ToT-ს ხელმძღვანელობდნენ ადამიანის და ბავშვთა უფლებების ექსპერტები, რომლებიც ასევე SabaUni-ის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენდნენ - გიორგი გორაძე, მაკა ფარცვანია, ცისია ოქროპირიძე და ქეთევან ბახტაძე. ტრენინგი მოიცავდა ტრენერის როლისა და პასუხისმგებლობების, აუდიტორიის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნების სიღრმისეულ შესწავლას, რაც გაჯერებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებითა და დისკუსიებით ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბავშვთა უფლებები და სხვა უფრო ვრცელი თემები ადამიანის უფლებების შესახებ.

SabaUni-ის სტუდენტი მარიამ საბედაშვილი ამბობს: „ამ ტრენინგებმა მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა ჩემი უნარები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მენეჯმენტი და აუდიტორიასთან ადაპტაცია. ჩვენ ასევე გავეცანით თუ როგორ გადავწყვიტოთ პრობლემები სწრაფად, საკუთარი თავის რწმენის დაკარგვის გარეშე, და როგორ მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია შესაბამის და გასაგებ ენაზე“.

SabaUni-ის კიდევ ერთმა სტუდენტმა, ლევან ხარბედიამ განაცხადა: „ტრენინგის შედეგად შევიძინე ის ცოდნა და უნარები, რაც მომავალში დამეხმარა ტრენინგ კურსების ეფექტურად წარმართვაში. პროგრამამ საშუალება მომცა შემეძინა ღირებული ცოდნა და განმევითარებინა უნარები, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება პროფესიულ საქმიანობასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან ურთიერთობის პროცესში.“

ელისო თოფურია, აფხაზეთში მცხოვრებმა ZSU-ს სტუდენტი, რომელიც ყოველ დღე გადის დე ფაქტო საზღვარს უმაღლესი განათლების მისაღებად,  ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა შესთავაზოს უფასო განათლება და წაახალისოს ტრენინგებში მონაწილეობა. ”ეს მაძლევს მეტ თავდაჯერებულობას, ასევე ცოდნას, რომელიც მეხმარება უკეთ დავიცვა საკუთარი თავი და გარშემომყოფები. ბევრი სტუდენტი ვერ ჩამოვიდა ზუსტად იმიტომ, რომ ისინი აფხაზეთიდან არიან და ეს დიდ დროს მოითხოვს“.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები