Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 20 ოქტ, 2023

ტრენინგი მედიატორთა ეთიკის საკითხებზე

მედიატორთა ეთიკის შესახებ განგრძობადი პროფესიული განვითარების კურსი მედიაციის ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და ამ ინსტიტუტის სანდოობის განმტკიცებას ემსახურება. იგი მიზნად ისახავს პროფესიაში ერთიანი ქცევის სტანდარტების დამკვიდრებას.

2023 წლის 18-19 ოქტომბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით,  თხუთმეტმა მედიატორმა თბილისიდან, მცხეთიდან, რუსთავიდან, გურჯაანიდან, ქუთაისიდან და თელავიდან, მონაწილეობა მიიღეს მედიატორთა ეთიკის საკითხებზე ტრენინგში, რომელიც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ეთიკის საკითხებზე ტრენინგი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით იქნა შემუშავებული. იგი სავალდებულოა ყველა მედიატორისათვის. ტრენინგს უძღვებოდნენ ნათია ჩიტაშვილი, მედიატორი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საბჭოს წევრი და ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კურსის მიმდინარეობისას ტრენერებმა მიმოიხილეს ეთიკის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც საქართველოში მედიაციის პრაქტიკაზე ვრცელდება, ისაუბრეს ეთიკის მნიშვნელობაზე მედიაციის პროცესში, მონაწილეებს გაუზიარეს ეთიკური დილემების გადაჭრის სტრატეგიები და რეკომენდაციები.

ტრენინგის მიმდინარეობისას ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები, სადაც განიხილეს ეთიკური პრობლემებისა და დილემების კონკრეტული შემთხვევები. მაგალითად: როგორ უნდა შეინარჩუნოს მედიატორმა პროცესის კონფიდენციალურობა, როგორ უნდა მოიქცეს იგი მეორე მხარისთვის ინფორმაციის გამჟღავნებისას, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებლობის დაცვა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება; როგორ უნდა უზრუნველყოს მედიატორმა თითოეულის მხარის ნებაყოფლობითი მონაწილეობა, საქმიანობა განახორციელოს სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით; როგორ უნდა მოახდინოს მხარეთა რეალური ინტერესების კეთილსინდისიერად დადგენა.

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაზე გაცემული 18-თვიანი გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწას, გამოცდილების გაზიარებას, მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარებას, ასევე სასამართლო მედიაციის მხარდაჭერას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები