Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 05 მარ, 2023

ტრენინგი მედიაციის შესახებ მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მედიაციის შესახებ ქუთაისის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ფოთის მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ორ პარალელურ ტრენინგს უმასპინძლა. ეს ის სასამართლოებია, სადაც უკვე გახსნილია მედიაციის ცენტრები (ბათუმი და ქუთაისი), ან სადაც ამგვარი ცენტრების გახსნა 2023 წელს არის მოსალოდნელი (ხელვაჩაური, ფოთი).

ორივე ტრენინგზე შემდეგ საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა: რა განსხვავებაა მედიაციასა და სასამართლო მორიგების შორის; სხვადასხვა ეტაპები, როდესაც მოსამართლეებს საქმეების მედიაციაში გადაცემა შეუძლიათ; ის ფაქტორები, რომლებიც მოსამართლეებმა და თანაშემწეებმა მედიაციაში გადასაცემი საქმეების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ; საქმეების მედიაციაში გადაცემის ეტაპები და პროცედურები; ვინ არიან მედიატორები, როგორ ხდება მათი მომზადება და როგორ ირჩევენ მათ კონკრეტულ საქმეებზე.

მიუხედავად იმისა, რომ სესიების უმეტესობა პარალელურად მიმდინარებოდა ჯგუფებში (მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ცალ-ცალკე), ყოველი დღის ბოლოს ყველა მონაწილე გაერთიანებულ სესიებს ესწრებოდა, სადაც საერთო საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება ხდებოდა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ერთობლივ სესიებზე წამოიჭრა, იყო ის, თუ მედიაციაზე სავალდებულო გადაცემა რამდენად ესადაგება მედიაციის ნებაყოფლობით ხასიათს.  ტრენერების განმარტებით, სავალდებულო ნაწილი მხოლოდ გადაცემას ეხება, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეებმა უნდა ცადონ მედიაცია და რომ ეს არ ნიშნავს მხარეთა ვალდებულებას,  რომ დარჩნენ პროცესში ან მიაღწიონ მორიგებას.  

სოფო ტყემალაძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა მონაწილეებს 2022 წლის ივნისში ორგანიზებული ADR სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მედიაცია პოპულარულია, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც დავების დამატებითი ტიპების სავალდებულო მედიაციაზე გადაცემას გაითვალისწინებს. საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ სავალდებულო მედიაცია ხელს უწყობს მედიაციის გამოყენებას, რაც თავის მხრივ, ზრდის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.  ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში კარგად მომზადებული ადგილობრივი მედიატორები არიან, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ უნარები და მოსამართლეების მიერ გადამისამართებული საქმეები განიხილონ. მან მოსამართლეებს მოუწოდა, რომ მოახდინონ შესაფერისი საქმეების მედიაციაში გადაცემა. 

პროგრამას ტრენინგებში ჩართული ყავდა ორი დამატებითი ტრენერი - ნათია ჩიტაშვილი, პრაქტიკოსი მედიატორი და მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და ეთერ ჩაჩანიძე, ასევე პრაქტიკოსი მედიატორი, რომელსაც მოსამართლეებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ორივე ტრენერმა მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ მედიაციას და როგორ ხდება მედიაციაში საქმეთა გადაცემის პროცესის კოორდინირება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სესია გამოცდილების გაზიარებას ეძღვნებოდა, სადაც მოსამართლე დარინა აბულაძემ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქმეთა მედიაციაში გადაცემის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაცემული ოთხი საქმიდან სამი მოსამართლე აბულაძემ გადასცა მედიაციაში. მან აღნიშნა, რომ ყველა საქმე სავალდებულო წესით გადასცა, რადგან მხარის წარმომადგენლები მედიაციას ეწინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად ამისა, მან მიიჩნია, რომ ეს საქმეები სამედიაციო იყო. ამ საქმეებიდან ორი მორიგებით დასრულდა, ხოლო მესამე კვლავაც მედიაციის პროცესშია. მოსამართლე აბულაძის გამოცდილება შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ საქმეთა შერჩევა და მედიაციაში გადამისამართება შეიძლება დაეხმაროს მოსამართლეებს საქმეები საზოგადოებისა და მხარეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აწარმოონ.

სამართლის უზენაესობის პროგრამა მსგავსი ტრენინგების ჩატარებას აღმოსავლეთ საქართველოს მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის მომავალი თვეების განმავლობაში ჩაატარებს. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები