Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 - 21 აპრ, 2024

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ჟურნალისტებისთვის

სასამართლოს საქმეების გაშუქების ხარისხის გაზრდისთვის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ USAID მედია პროგრამასთან ერთად, ჟურნალისტებისთვის 2 დღიანი ტრენინგი გამართა. როგორ  გავაშუქოთ სამართლებრივი საკითხები - იმერეთის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის ჟურნალისტების მსგავსად, რომლებიც აღნიშნულ თემაზე 2023 წელს უკვე გადამზადდნენ სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 14 ჟურნალისტმაც გაიარა ტრენინგი.

2024 წლის 20-21 აპრილს გამართულ ტრენინგზე ნათია კაპანაძემ, ილონა დიასამიძემ და თამარ რუხაძემ მონაწილეებს ესაუბრნენ თემებზე: სასამართლოს გაშუქების ზოგადი წესები და ნიუანსები, მედიის შეზღუდვები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლებრივი ტერმინები და ტერმინოლოგიები. გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში გაზიარებულ საკითხებს შორის იყო: მოსამართლეებთან, სასამართლოს თანაშემწეებთან, გამომძიებლებთან, ადვოკატებთან და მხარეებთან კომუნიკაცია, მედიისთვის სენსიტიური თემები და მოწყვლადი ჯგუფები, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ჟურნალისტების უფლებების დაცვა.

მისასალმებელ სიტყვაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა, ირინა ლორთქიფანიძემ პროგრამის მნიშვნელობასა და მისი რეგიონული ჰაბების საქმიანობასა და ტრენინგის მიზანზე ისაუბრა. ტრენინგის მიზანს ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალების/გაშუქების სიზუსტისა და სანდოობის ხარისხის გაზრდა, და ჟურნალისტების სამართლებრივი სისტემის შესახებ ცოდნის ამაღლება წარმოადგენდა.

 USAID მედია პროგრამის წარმომადგენელმა - ტრენერმა, თამარ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა მედიის მნიშვნელოვან როლზე სასამართლო პროცესებისა და სამართლებრივი საკითხების გაშუქებისას.

ნათია კაპანაძემ, კიდევ ერთმა ტრენერმა, უფლებადამცველმა და მედია სამართლის იურისტმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალისტების პროფესიული ინსტრუმენტები და სამართლებრივი ჩარჩო მუდმივად მუშავდება მედია სიახლეების ობიექტური და ყოვლისმომცველი გავრცელების უზრუნველსაყოფად.

მომდევნო ტრენერმა, მედიაომბუცმენმა, იურიდიულმა ექსპერტმა და ადვოკატმა ილონა დიასამიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა სამართლებრივი ტერმინოლოგიის სრულად გაგებასა და გამოყენებაში არსებული სირთულეები. ტრენინგის მსვლელობისას ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში, დაესვათ კითხვები და მოესმინათ მათზე მნიშვნელოვანი პასუხები.

ტრენინგის შემდეგ სამართლის უზენაესობის პროგრამის სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა ირინა ლორთქიფანიძემ და კომუნიკაციების მრჩეველმა მერი მახარაშვილმა დააჯილდოვეს იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჟურნალისტებს შორის გამართული კონკურსის გამარჯვებულები.

სამაუწყებლო მედიაში საუკეთესო სიუჟეტებისთვის დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები: თამარ გაზდელიანი, აჭარის ტელევიზიის [საზოგადოებრივი მაუწყებლის] კორესპონდენტი და თეა ვაშალომიძე, ტელეკომპანია მთავარი არხის აჭარის კორესპონდენტი, ხოლო ეკა კუხალაშვილმა, KutaisiPost-ის ჟურნალისტმა იმერეთის რეგიონიდან და ჯაბა ანანიძემ, ბათუმელების ჟურნალისტმა აჭარიდან, ჯილდოები მიიღეს ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო სტატიებისთვის.

"როდესაც იმარჯვებ კონკურსში, რომელიც შენ საყვარელ სფეროშია, ეს სულ სხვა გრძნობაა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის", - აღნიშნა ჟურნალისტმა თამარ გაზდელიანმა.

საერთო ჯამში, კონკურსი ემსახურებოდა სასამართლო საქმეების გაშუქებისა და ეთიკური რეპორტაჟების სფეროში ღირებული პლატფორმის შექმნას, იურიდიული ჟურნალისტიკის  გამორჩეული მიღწევების აღიარებისთვისა და ხელშეწყობისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები