Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 თებ 2023

ტრენინგი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის გაძლიერებაში.

2022 წლის 21-22 დეკემბერს და 2023 წლის 30-31 იანვარს, პროგრამამ ჩაატარა ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თბილისისა და რეგიონული ოფისების ორმოცდაექვსი თანამშრომლისთვის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის სტანდარტების, უნარებისა და მიდგომების შესახებ.

ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი-ფსიქოლოგი მაია ცირამუა და ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებსაც ყველაზე ხშირი კომუნიკაცია აქვთ მოქალაქეებთან. ეს სტრუქტურული ერთეულებია - მოქალაქეთა მისაღები, რეგიონული სამმართველოები და სხვადასხვა თემატური განყოფილება.

სესიები მოიცავდა თემებს, როგორიცაა დისკრიმინაციული ქცევის ანატომია, ძალადობაგანცდილი ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლები,  სტოკჰოლმის სინდრომი,   უმცირესობების სტრესის ფენომენი,  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებაში ფესვგამდგარ მითები და სტერეოტიპები, ბრაზისა და აგრესიული ქცევის მართვა. 

მაია ცირამუამ მიმოიხილა ეფექტიანი კომუნიკაციის ასპექტები, აქტიური მოსმენის და ვერბალური დეესკალაციის ტექნიკა. ტრენინგი ასევე მოიცავდა მოკლე ლექციებს, როლურ სავარჯიშოებს და მონაწილეთა აქტიური ჩართულობით რამდენიმე პრაქტიკული საქმის განხილვას.

ტრენინგის დროს განხილული საქმეების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტმა, მოამზადა რეკომენდაციები აპარატის თანამშრომლების პროფესიულ სტრესთან ეფექტურად გამკლავების შესახებ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები