Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 - 28 ოქტ, 2023

ტრენინგი ქალთა უფლებებზე: LAS და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებენ კამპანიას „გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ იმერეთსა და აჭარაში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გააგრძელა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) კამპანიის მხარდაჭერა „გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“. ამ თვეში შეირჩა 54 სტუდენტ-პარალეგალი აჭარის და იმერეთის რეგიონიდან.

27 და 28 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა თამარ ალანიამ, დიანა ბერეკაშვილმა და თამარ ონიანმა ქალთა უფლებების შესახებ ტრენინგები ჩაატარეს ბათუმსა და ქუთაისში.

სესიებზე მოსამართლეებმა ისაუბრეს ქალთა შრომით უფლებებზე, დისკრიმინაციასა და ქალთა უფლებებზე საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალში. თავის მხრივ, ტრენინგები იყო ინტერაქტიული, რაც სტუდენტებს აძლევდა შესაძლებლობას, გაეღრმავებინათ ცოდნა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციითა (CEDAW) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციით დაცული საკითხების ირგვლივ, ისევე როგორც ევროსასამართლოს სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.

LAS-ის დირექტორმა, დავით სიმონიამ, თავის მისასალმებელ სიტყვაში მიულოცა შერჩეულ სტუდენტებს კამპანიაში მონაწილეობა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან შესაძლებლობას პროგრამის საშუალებით სამართლებრივი საკითხების ირგვლივ ცოდნა გაიუმჯობესონ. მან ასევე ხაზი გაუსვა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის კარგ პრაქტიკას ბათუმის კანონის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში, სადაც პარალეგალმა-სტუდენტებმა უკვე მიიღეს ღირებული ცოდნა და გამოცდილება აჭარის მაღალმთიან სოფლებში ჩატარებული ტრენინგებისა და იურიდიული კონსულტაციების შედეგად.

54 მონაწილე სტუდენტი ღია კონკურსის წესით შეირჩა (130 აპლიკანტი - 70 იმერეთიდან და 60 აჭარიდან). ტრენინგის დროს სტუდენტებმა გამოხატეს ენთუზიაზმი კამპანიის მიმართ და აღნიშნეს USAID მიერ მხარდაჭერილი ინიციატივების მნიშვნელობა და მისი შედეგები საზოგადოებაში. მიაჩნიათ, რომ ეს კამპანია ხელს შეუწყობს მათი მომავალი წარმატების ფორმირებას და კარს გაუხსნის იურიდიულ ბაზარზე წარმატებით დასაქმებისკენ.

უახლოეს კვირებში სტუდენტ-პარალეგალებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ადამიანის უფლებების საფუძვლებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე. მათ ასევე მიეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ უნარები პრეზენტაციების მომზადებაში, კომუნიკაციასა და საჯარო გამოსვლებში.

მოეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსამართლეები, სტუდენტი-პარალეგალები და ადგილობრივი ახალგაზრდები. დეკემბრის დასაწყისიდან სტუდენტი-პარალეგალები იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების ხელმძღვანელობით,მაღალმთიან რეგიონებში მობილურ ვიზიტებს დაიწყებენ. ეს ვიზიტები დაეხმარება მათ ადგილობრივ თემებთან დაკავშირებაში, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და არსებული სერვისების შესახებ ინფორმირებაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები