Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 - 17 თებ, 2024

ტრენინგი უნივერსიტეტის ლექტორებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საგანმანათლებლო გრანტის ფარგლებში, 2024 წლის 12-17 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარა ტრენინგი ხუთი რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლისთვის.

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონულ უნივერსიტეტებში იურიდიული ინგლისურის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება შესაბამისი სილაბუსების განახლებით და სწავლების მეთოდოლოგიების გაუმჯობესებით.

ლექტორებს ტრენინგი იურიდიული ენის ცენტრის ხელმძღვანელმა, TEFL-ის მასწავლებელმა ხატია თანდილაშვილმა ჩაუტარა. ტრენინგზე განიხილეს ინგლისური ენის ლექსიკა ისეთი თემებისთვის, როგორიცაა ბიზნეს სამართალი, სამეწარმეო სამართალი, კომერციული სამართალი, საბანკო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სამართალწარმოება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა. ტრენინგს ესწრებოდნენ ლექტორები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალიდან, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთმა ლექტორმა, ინდირა მაჭუტაძემ, თავის გამოცდილებაზე მსჯელობისას განაცხადა: „იურიდიული ინგლისური ენის სასწავლო კურსმა ძირეული ცოდნა მომცა იურიდიულ საკითხებსა და ეფექტური სწავლების ტექნიკის შესახებ. ტრენინგის შედეგად მაქვს მზადყოფნა ჩავატარო ეფექტური გაკვეთილები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება ინტერაქტიული აქტივობებით და საინტერესო თამაშებით, რის შედეგადაც სამართლებრივი ინგლისური ენის გამოყენებისას უფრო მეტად თავდაჯერებული და კორექტული ვიქნები."

ნუგზარ თევდორაძემ, ლექტორმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მადლიერება გამოთქვა ტრენინგის დროს შექმნილი თბილი და ყურადღებიანი გარემოსთვის. მან ხაზი გაუსვა სწავლების სტრუქტურისა და მეთოდოლოგიის ეფექტურობას. თევდორაძემ ასევე განსაკუთრებით ღირებულად მიიჩნია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ტრენერის მიერ ავთენტური მასალების გაოყენება და სილაბუსების შექმნა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები