Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 20 ოქტ, 2024

უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას დაესწრნენ

საქართველოში ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფისათვის მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზებისა და განაჩენების ფარგლებს სცდება. მათთვის მართლმსაჯულება განიხილება, როგორც მისაწვდომი, ეფექტიანი და თანამედროვე სისტემა, რომელიც იცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, უზრუნველყოფს ყველასთვის მისაწვდომ და სწრაფ მართლმსაჯულებას, დაკომპლექტებულია კვალიფიციური მოსამართლეებითა და სხვა პერსონალით, სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას დაუცველ ჯგუფებს, აღიარებს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიების პოტენციალს.

მართლმსაჯულების ეს ხედვა გაიზიარეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ესწრებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლას“, რომელიც 2024 წლის 17-20 ოქტომბერს ჩატარდა. სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან 30 სამართლის სტუდენტი შეიკრიბა ინტენსიური ოთხდღიანი პროგრამისთვის, რომელიც შექმნილია იურიდიული პროფესიონალების მომავალი თაობის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვისა და მათი შთაგონების მიზნით.

გახსნის დღეს, პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ განმარტა სკოლის მისია და სტუდენტების მნიშვნელოვანი როლი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში. რუსუდან ტაბატაძემ, USAID/Caucasus-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მენეჯერმა, დაადასტურა USAID-ის მზაობა მხარი დაუჭიროს  ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა. მან გამოთქვა რწმენა, რომ სწორედ მომავალი თაობა გააძლიერებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს, როგორც ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მხარდაჭერა, რათა მას შესძლებოდა ყოფილიყო თანასწორი პარტნიორი ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნებისათვის“.

სკოლა დაიწყო მართლმსაჯულების მისაწვდომობისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სესიით. ამ სესიებს მოჰყვა დისკუსია იურიდიული განათლების როლზე ინოვაციურ მართლმსაჯულებაში, სადაც განიმარტა, თუ როგორ შეუძლია სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და საკანონმდებლო ჩარჩოებს მართლმსაჯულების ლანდშაფტის შეცვლა. მოგვიანებით მონაწილეები დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების სესიას დაესწრნენ. ამ სესიაზე განხილული იქნა დავების გადაწყვეტის სტრატეგიები ტრადიციული სასამართლო გარემოს მიღმა, ხაზი გაესვა მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობებს უფრო ეფექტიანი და მხარეთათვის მისაღები გადაწყვეტილებების მისაღწევად.

ექსპერტებმა და მომხსენებლებმა საქართველოდან და საზღვარგარეთიდან: მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრიდან (აშშ) დანიელ პიუმ, მინესოტას საოჯახო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მერი მედენმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა, ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების პრაქტიკა, აღდგენითი მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარების მისაწვდომობა და საზოგადოების ჩართულობა.

სტუდენტებმა ასევე შეისწავლეს აღდგენითი მართლმსაჯულება სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის ექსპერტ გურამ იმნაძესთან ერთად, რასაც მოჰყვა სესია სამოქალაქო ჩართულობის, ევროპული ინტეგრაციისა და მართლმსაჯულების სისტემის კვეთაზე. ევროპულ სტანდარტებთან უფრო მჭიდროდ მიახლოების მიზნით საქართველოს მუდმივი ძალისხმევის შესახებ გამართულ სესიებზე, რომელსაც უძღვებოდნენ ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი, გიორგი ბურჯანაძე, მომხსენებლებმა განმარტეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამართლის უზენაესობა და ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო ჩართულობა ევროინტეგრაციის შემდგომი წინსვლისთვის.

მართლმსაჯულების ადმინისტრირების მოდერნიზაცია, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების როლი სამართლებრივი პროცესების გამარტივებაში, იყო სტუდენტების მიერ შესწავლილი კიდევ ერთი ცენტრალური თემა. კრიმინოლოგიისა და მედიის სამართლის ექსპერტი უჩა ბახტაძე უძღვებოდა დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია იურიდიულ პროფესიას, სადაც მან განიხილა იმ ციფრული ინსტრუმენტების მაგალითები, რომლებიც უკვე გამოიყენება სასამართლოების ეფექტიანობისა და მისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის. ამ სესიამ გახსნა დისკუსია მართლმსაჯულების მისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით სოფლად და სხვა ნაკლებად განვითარებულ ლოკაციებზე, ტექნოლოგიების პოტენციალის  გამოყენების შესახებ. სესიამ აჩვენა სამართლებრივი სისტემის მრავალწლიანი გამოწვევების მოსაგვარებლად თანამედროვე გადაჭრის გზების ეფექტიანობა.

სკოლის განმავლობაში მონაწილეები წახალისებული იყვნენ ეფიქრათ კრიტიკულად და ემუშავათ ერთობლივად, ჩართულიყვნენ ჯგუფურ პროექტებში, პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ სესიებში, რამაც მათ საშუალება მისცათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული თეორიული ცოდნა. ეს აქტივობები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ სტუდენტების თვალსაწიერის აფართოებას, არამედ მათთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების მიცემას მართლმსაჯულების სისტემაში ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები