Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 იან 2024

უფლებადამცველებმა ქვემო ქართლში სასამართლოს ხელმისაწვდომობის ბარიერები განიხილეს

მარნეულში, ორგანიზაციამ პრევენცია პროგრესისთვის (PFP) ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ დისკუსია გამართა.

შეხვედრას 21 მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, მარიამ ორჟონიამ, ადგილობრივ დონეზე სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელიც ენობრივი ბარიერის დაძლევასთან არის დაკავშირებული. მარიამ ორჟონიამ ასევე, ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგაზე და აღნიშნა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში, სამწუხაროდ,  ეთნიკური უმცირესობებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებები ცალკე არ არის გამოყოფილი.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში ქართული ენის სწავლების დონის ამაღლების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვეს სასამართლო ფორმებისა და სხვა დოკუმენტების უმცირესობათა ენებზე თარგმნის მნიშვნელობას. დასახელდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურმა პირებს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზარალი მიადგათ ენობრივი ბარიერისა და თარჯიმნის სერვისის ნაკლებობის გამო.

შეხვედრა ადგილობრივმა მედიებმა, რადიო მარნეულმა და 24news.ge გააშუქეს. დისკუსია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები