Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 მარ 2024

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ახალგაზრდებმა ქალთა უფლებებზე ინფორმაცია მიიღეს

უფლებები საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალთა უფლებებზე სამი საინფორმაციო შეხვედრა გამართა (49 მონაწილე) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრები გაიმართა 2024 წლის 1 მარტს, სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებთან ჭიათურაში, 6 მარტს, სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან, და 21 მარტს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პედაგოგებთან.

შეხვედრებზე უფლებები საქართველოს იურისტებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ოჯახში ძალადობასა და გენდერულ ძალადობაზე, ქალთა თანაბარ უფლებაზე მემკვიდრეობაზე და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებზე. საუბარი ასევე შეეხო სექსუალურ შევიწროებასა და ადრეული ქორწინებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მნიშვნელობას, ძალადობის დროს პოლიციისთვის მიმართვისა და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გაწევის მნიშვნელობას. მომხსენებლები ასევე შეეხნენ ფემიციდის გამომწვევ მიზეზებს, გენდერულ სტერეოტიპებს, ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა დაცვას და მათთვის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის საჭიროებას.

შეხვედრები ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები