Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 - 17 მარ, 2023

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში შეხვედრა მოსწავლეებთან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში აჭარაში 150-ზე მეტმა მოსწავლემ, მათმა მშობლებმა და მასწავლებელმა შეიტყვეს ქალთა უფლებების და უფასო იურიდიული დახმარების სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია მათი უფლებების დასაცავად.

2023 წლის 16-17 მარტს, სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად არჩეულმა დირექტორმა დავით სიმონიამ და სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გადამზადებულმა სტუდენტ-პარალეგალებმა შეხვედრები გამართეს აჭარის ექვს საჯარო სკოლაში. შეხვედრები ქაქუთის, ალამბარის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის სკოლებში გაიმართა.

მობილური ვიზიტები მიეძღვნა ქალთა ისტორიის თვეს, მაგრამ მოდერატორებმა ასევე ისაუბრეს მემკვიდრეობის უფლების, შრომითი უფლებების, ბავშვის უფლებების, ბავშვის საუკეთესო ინტერესების და ბულინგის შესახებ.

მომხსენებლებმა განიხილეს მამრობითი სქესის შვილების ოჯახის უპირატესი მემკვიდრის უფლებასთან არსებული სტერეოტიპები, კულტურულ გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ქალებს მემკვიდრეობის მიღებასა და  საკუთრების ფლობაში, ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების მიმართ გამოყენებული ძალადობის ფორმები და ქალთა დასაქმების ძირითადი დაბრკოლებები.

წამყვანებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოში მამაკაცისა და ქალის უფლებები დაცულია კანონმდებლობით და რომ ქალი და მამაკაცი კანონების მიხედვით თანასწორნი არიან შრომით და მემკვიდრეობით ურთიერთობებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ უფლებების რეალურად ცხოვრებაში განხორციელება სერიოზული გამოწვევაა და რომ არსებითი თანასწორობის მიღწევა მხოლოდ თანასწორობის ზედაპირული მიდგომის დაძლევითაა შესაძლებელი. მონაწილეებმა ბევრი კითხვა დასვეს და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები