Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 მარ 2023

ქალთა უფლებების დაცვა: ადმინისტრაციული ღონისძიებები და სოციალური გარანტიები

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, გამართა პანელური დისკუსია თემაზე: ქალთა უფლებების დაცვა - ადმინისტრაციული ღონისძიებები და სოციალური გარანტიები.

შეხვედრა წარმოადგენდა პირველ საჯარო დისკუსიას, რომელიც გაიმართა სამართლის უზენაესობის პროგრამის ქუთაისის ჰაბის ფარგლებში. შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სამოქალაქო საზოგადოების, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, მისი სამართლებრივი დაცვისა და სოციალური პროგრამების ხელშეწყობის გზები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა ირინა ლორთქიფანიძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმასაქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

დისკუსიის პირველ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხომერიკმა ისაუბრა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაზე და გაანალიზა ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები. მოსამართლემ აღნიშნა სტამბოლის კონვენციის როლი და მნიშვნელობა ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში, და შეეხო დამცავი ორდერების მიმართულებით სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს ქალთა უფლებების დაცვის ჭრილში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ დეტალურად გაანალიზა/მიმოიხილა საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ. მოსამართლემ ისაუბრა კანონის რეგულირების სფეროზე, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სასამართლო ღონისძიებებისა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამცავი ორდერების მიღების პროცედურებზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ია შვანგირაძემ კი ისაუბრა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საქმეში და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეტი რაოდენობით წარმართვის საჭიროებაზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, გელა სიორდიამ მსხვერპლი ქალებისთვის იურიდიული დახმარების გაწევის ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებზე.  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელმა, სოფიო ჩანტლაძემ, აღნიშნა სახელმწიფო თავშესაფრების პროგრამების თაობაზე მსხვერპლი ქალებისთვის; ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა, ნინო გოლეთიანმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე; იმერეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კი მონიტორინგისა და ანგარიშების ჭრილში მიმოიხილა არსებული სერვისების ხარვეზები და ინსტიტუტის რეკომენდაციები გააცნო საზოგადოებას.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, დარინა სალდაძემ  და ფონდ „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების სპეციალისტმა, გურანდა გვანცელაძემ ასევე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეში, როგორიცაა  უფასო სამართლებრივი წარმომადგენლობა და  ქალების სხვა უფასო მხარდამჭერი სერვისები.

დისკუსიის ფარგლებში აუდიტორიამ იმსჯელა მოძალადის რეაბილიტაციის და ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა რომ თუ სახელმწიფო შექმნის გამართულ რეაბილიტაციის და ინტერვენციის სერვისებს ოჯახში ძალადობის მოძალადეებისთვის მაშინ შემცირდება ძალადობრივი აქტების გამეორება ან მოხდება მისი პრევენცია განსაკუთრებით კი დამცავი ორდერის მოქმედების დროს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მოძალადისთვის ფსიქო-სოციალური სერვისების შეთავაზებამ პატიმრობის სანაცვლოდ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ქალთა მიმართ მომავალში ჩადენილი ძალადობის სიხშირე.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ქუთაისში კვლავ გაგრძელდეს დისკუსია და ერთობლივად, ყველა უწყების მონაწილეობით გაძლიერდეს ქალთა უფლებების დაცვა და მის მიმართ ძალადობის ქმედებების აღმოფხვრას შეეწყოს ხელი.  

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები