Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მარ 2024

ქალთა უფლებების ხელშეწყობა ქუთაისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ ადამიანის უფლებების შესახებ საჯარო საუბრების სერია ქუთაისიდან დაიწყო. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, დიალოგის ხელშეწყობას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას.

პირველი ღონისძიება, რომელიც გაიმართა 20 მარტს, მიეძღვნა ქალთა ისტორიის თვეს და ფოკუსირებული იყო ქალთა უფლებებსა და გაძლიერებაზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი საზოგადოება სხვადასხვა სფეროდან იყვნენ, მათ შორის სამართლის სტუდენტები, ბიზნეს პროფესიონალები, ფსიქოლოგები, მარკეტინგის სპეციალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და იურისტები, სულ 35 ადამიანი.

მთავარმა მომხსენებლებმა, მწერალმა თამთა მელაშვილმა და ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ისაუბრეს ქალთა უფლებების მნიშვნელობაზე საქართველოში და წლების განმავლობაში ამ სფეროში განვითარებული პროგრესის შესახებ.

თამთა მელაშვილმა ისაუბრა ფემინიზმის ისტორიაზე საქართველოში, რომლის ფესვები კატო მიქელაძესთან მიდის. მიქელაძე, წარმოშობით ქუთაისელი იყო, და არა მხოლოდ პირველი ქართველი, არამედ ერთ-ერთი ადრეული ევროპელი ქალი, რომელიც ემხრობოდა ქალთა თანასწორობას და მათი უფლებების დაცვას. მელაშვილმა აღწერა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს მდიდარი ისტორია, აღნიშნა კატო მიქელაძის მემკვიდრეობა და ისაბრა ქალთა გიმნაზიაზე ქუთაისში, რომელიც ახლა ცნობილია როგორც #3 საჯარო სკოლა.

ზვიად კორძაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა, განსაკუთრებით ქალის ხმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მან აღნიშნა, რომ ეს პოზიტიური ცვლილება ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ქალთა უფლებების დაცვისკენ მიმართული სერვისების ხელმისაწვდომობამ გამოიწვია. თუმცა, კორძაძემ ასევე ისაუბრა იმ მუდმივ გამოწვევებზე, მათ შორის საზოგადოების არასაკმარისი მხარდაჭერისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, რაც აიძულებს ქალებს დარჩეს მოძალადეებთან ფინანსური დამოუკიდებლობის არარსებობის შემთხვევაში.

ღონისძიებაზე დისკუსია ასევე შეეხო მიგრაციის საკითხს და დამსწრეებმა განიხილეს, რომ ბევრი ქუთაისელი ქალი ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. მონაწილეებმა წამოაყენეს კითხვები ქალთა მიმართ მამაკაცის ძალადობის ძირეულ მიზეზებზე და ისაუბრეს ასეთი ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების ირგვლივ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები