Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 ივლ 2024

ქართველი არბიტრები და ბიზნეს ლიდერები საარბიტრაჟო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ

2024 წლის 9 ივლისს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ, USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში არბიტრაჟის საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერების მიზნით შესატანი ცვლილებების ადვოკატირებას ისახავდა მიზნად.  

ღონისძიებისას აქცენტი “არბიტრაჟისადმი მეგობრული” სამართლებრივი გარემოს ხელშეწყობაზე გაკეთდა, რათა ამ მექანიზმის მიმართ მეტი ყურადღების მოზიდვა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციის განმტკიცება მოხდეს.   

საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების მიზნით შეხვედრაში მონაწილეობა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციამ, მათ შორის უმსხვილესმა გაერთიანებებმა მიიღეს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი ბიზნეს ასოციაციების იურისტები, როგორებიცაა ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს სავაჭრო პალატა, ევროპის ბიზნეს ასოციაცია, ინვესტორთა საბჭო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.

მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წამყვანმა ექსპერტმა, ჯაბა გველებიანმა და პროგრამის ADR მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა. ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების (ADR), მათ შორის მედიაციისა და არბიტრაჟის გაძლიერება ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგს ეხმიანება, რადგან ისინი ხელს უწყობს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასთვის. ეს მიზნები კი პროგრამის ამოცანებს ემთხვევა. „გაუმჯობესებული საარბიტრაჟო კანონმდებლობა ამ მიზნის მთავარი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს არბიტრაჟისა და მთლიანად ADR-ის გაძლიერებას“.

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მოიცავს, რომელიც შთაგონებულია ევროპის ისეთი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით, როგორებიცაა შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების გარდა, ძირითადი შემოთავაზებული ინიციატივა მოიცავს: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას საკასაციო სასამართლოში; მხარეთა უფლებას (როდესაც არც ერთი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან) წინასწარ შეთანხმდნენ, უარი თქვან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაზე, რაც ამყარებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საბოლოობას.

მონაწილეებმა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები და ბიზნეს ასოციაციების მიერ შემოთავაზებული კომენტარები და წინადადებები განიხილეს. საკითხები მოიცავდა მეორე მხარისთვის შეტყობინების მიცემას, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და საარბიტრაჟო ინსტიტუტების სამართლებრივ ფორმებს.

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვერდაზე გამოთქმული შენიშვნები ჩაინიშნეს, რაც საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომი დახვეწისას იქნება გათვალისწინებული.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები