Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მაი 2023

ქალმა მოსამართლეებმა საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში

ქალ მოსამართლეთა პროფესიული კომპეტენციის ამაღლებისა და უცხოელ კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ორი ქართველი მოსამართლე - ეკატერინე ზარნაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოდან და თამარ ხაჟომია თბილისის საქალაქო სასამართლოდან USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაესწრნენ  ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს მაროკოში ჩატარდა (11-15 მაისი, 2023).

მარაკეშში კონფერენციაზე შეიკრიბა ათასზე მეტი ქალი მოსამართლე 72 ქვეყნიდან, საქართველოს ჩათვლით. მათ იმსჯელეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რის წინაშეც დგანან ქალი მოსამართლეები მთელ მსოფლიოში. აქცენტი გაკეთდა ქალ მოსამართლეთა ჩართულობის გაზრდაზე ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და სამართლიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის საქმეში.

საპანელო დისკუსიები შეეხებოდა თემების ფართო არეალს, რომლებიც რელევანტურია ქალი მოსამართლეებისთვის, როგორიცაა სასამართლოში ქალების დაწინაურება ხელმძღვანელ პოზიციებზე, მარგინალიზებული  და სამართლებრივ დახმარებას მოკლებული ჯგუფებისთვის ინკლუზიური მართლმსაჯულების ინიციატივები, მრავალფეროვნების ხელშეწყობა სასამართლოში და სხვა. დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საკუთარი მიღწევების და მიღებული გაკვეთილების შესახებ და განსაკუთრებით აღნიშნეს მათი როლი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში ბოლო წლებში.

ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ მოსამართლე თამარ ხაჟომია, მოსამართლე ეკატერინე ზარნაძე (ქალების უფლებათა პრაქტიკის ჯგუფის წევრები), კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი USAID/Caucasus-იდან, რუსუდან ტაბატაძე და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მართლმსაჯულების რეფორმის სპეციალისტი, ეკა ონიანი. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სესიებში, რომლებიც ეხებოდა ევროპის, შუა აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონს. დისკუსიები ეხებოდა ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს შორის  თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვლევას.

მოსამართლე ხაჟომიას თქმით, კონფერენცია ფასდაუდებელი შესაძლებლობა იყო სხვა სამართლებრივი სისტემების, კულტურული მრავაფეროვნების და სხვადასხვა ქვეყნის ქალი მოსამართლეების წინაშე მდგომი გამოწვევებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. „კონფერენციამ ხელი შეუწყო პირადი კონტაქტების დამყარებას უცხოელ კოლეგებთან და გაგვიმყარა მოსაზრება, რომ ევროპელ ქალ კოლეგებთან უფრო მჭიდრო კავშირები უნდა დავამყაროთ. ეს მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივი ცოდნის გასაღრმავებლად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან საერთო ღირებულებების აღმოსაჩენად და თვალსაწიერის გასაფართოებლად “- განაცხადა მოსამართლე ხაჟომიამ.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები