Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 - 21 აპრ, 2024

ქართველი მოსამართლეების თანამშრომლობა ბენჩბუქების შესაქმნელად

ქართველი მოსამართლეები შეხვდნენ ბორჯომში, ბენჩბუქებზე საკუთარი ნაშრომების და სამომავლო ნაბიჯების განხილვისთვის. ამ დროისთვის იწერება სამი ბენჩბუქი გამოხატვის თავისუფლებასთან, ქალთა ქონებრივ უფლებებთან და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.

ბენჩბუქები ძალიან საჭირო სახელმძღვანელოებია, რომლებიც მოსამართლეებს სწრაფად სთავაზობს მათთვის საჭირო სამართლებრივ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე.

ამ შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ წარმოედგინათ მათი მიმდინარე ნაშრომები, მიეღოთ უკუკავშირი საკუთარი კოლეგებისგან და ამერიკელი მოსამართლე თიმოთი ბალანდისგან (მინესოტა), რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

შეხვედრა დაიწყო მოსამართლე ბალანდის პრეზენტაციით, რაც ეყრდნობოდა ბენჩბუქებთან მუშაობის მის ფართო გამოცდილებას. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელმძღვანელოები იყოს ადვილად გამოსაყენებელი და საშუალება მისცეს მკითხველს სწრაფად იპოვონ გამოსაყენებელი კანონები, ასევე დეტალური ინსტრუქცია მისცენ მათ პროცედურასთან და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

მონაწილე მოსამართლეები შეთანხმდენ სამუშაო პროცესის მომდევნო ნაბიჯებზე და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ენთუზიაზმი ბენჩბუქებთან დაკავშირებით. ეს სახელმძღვანელოები ქართველო მოსამართლეებს შესთავაზებენ სწრაფ და მარტივ წვდომას სათანადო სამართლებრი წყაროებზე გამოხაატვის თავისუფლების, ქალთა უფლებების და ბავშვთა საპროცესო უფლებების სფეროში.

ბენჩბუქების პროექტზე მუშაობა მიმდინაოებს 2023 წლის სექტემბრიდან, როდესაც სამივე ინსტანციის სასამართლოებიდან 19 მოსამართლე გაერთიანდა ამ საქმისთვის. ეს მოსამართლეები, რომლებიც იმავდროულად პროგრამის ხელშეწყობით შექმნილი სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფის წევრები არიან სამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მუშაობენ გამოხატვის თავისუფლების, ქალთა და ბავშვთა უფლებების სფეროში. ამ პროცესში მათ მხარს უჭერდა პროგრამის მიერ დაქირავებული სამართლებრივი მკვლევარი, რომელსაც ევალდებოდა რელევანტური საერთაშორისო ან უცხოური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება.

გასული თვეების განმავლობაში მოსამართლეები არაერთხელ შეხვდნენ, რომ განეხილათ მიმდინარე სამუშაო პროცესი და შეთანხმებულიყვნენ სტილისა და ფორმატირების საკითხებზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები