Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 - 07 ოქტ, 2023

ქართველი მოსამართლეები იძენენ გამოცდილებას და გლობალურ კავშირებს ამერიკის ქალ მოსამართლეთა ეროვნულ კონფერენციაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ქართველ მოსამართლეებს კავშირები დაამყარონ თავიანთ უცხოელ კოლეგებთან და დააკვირდნენ თანამედროვე სამართლებრივ და სამეცნიერო პროცესებს.

პროგრამის მხარდაჭერით და ამერიკის მთავრობის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL) თანამშრომლობით, სამი ქართველი მოსამართლე, ციცინო კიკვაძე (ქუთაისის საქალაქო სასამართლო), თამარ ჩიხლაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) და ნათია ბუსკაძე (თბილისის საქალაქო სასამართლო) 2-7 ოქტომბერს ინდიანაპოლისს (აშშ) ეწვივნენ. თავის მხრივ, INL-მა დააფინანსა კიდევ ოთხი ქალი მოსამართლე  თბილისის საქალაქო სასამართლოდან და თბილისის სააპელაციო სასამართლოდან ამავე ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად.

ამ ვიზიტის დროს, მოსამართლეები დაესწრნენ  ქალ მოსამართლეთა ეროვნული ასოციაციის (NAWJ) 45-ე ყოველწლიურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდა 205 მონაწილე არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, სერბეთი, კოსოვო, უკრაინა), აზია (ყირგიზეთი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ნეპალი, იორდანია, მალდივები), აფრიკა (ტუნისი, ნიგერია, ბელიზი, კონგო, კენია) და ამერიკა (ბაჰამის კუნძულები, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პერუ, გაიანა, ჰონდურასი).

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს სამართლის გამორჩეულმა პროფესორებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უახლეს პრეცენდენტებზე; ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე იურიდიულ კვლევებსა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში; ნეირომეცნიერების  განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე მტკიცებულებათა სამართლისთვის; დამოუკიდებელი სასამართლოების დაცვასა და მოსამართლეების წინაშე მდგარ ეთიკური დილემებზე.

კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე  მოსამართლე ჯოზეფ ბიანკომ (აშშ-ს მეორე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლო) მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო განათლების პროგრამა „სამართლიანობა ყველასათვის: სასამართლოები და საზოგადოების ინიციატივა“. მან ისაუბრა სასამართლო შენობების ტურებზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე, ესეების კონკურსებზე და მასწავლებლებისთვის სამართლისა და მართლმსაჯულების სისტემის შესახებ საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე. მან პატივი მიაგო პროგრამის გარდაცვლილ პიონერს, მოსამართლე რობერტ კაცმანს, რომელიც თვლიდა, რომ სასამართლოების საქმიანობის კარგად გაგება აუცილებელი იყო დემოკრატიისთვის და რომ ახალგაზრდების ჩართვას ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა.

ქართველ მოსამართლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა მოსამართლე როზმარი აკილინამ, რომელმაც დეტალურად განიხილა ლარი ნასარის საქმის განხილვისას მიღებული გამოცდილება. მან მონაწილეებს აღუწერა თავისი ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფისკენ. ამ მიზნით მან 150-ზე მეტ მსხვერპლს უფლება მისცა ღიად მოეთხროთ სასამართლოში არასათანადო მოპყრობის შესახებ.

კონფერენციის დაწყებამდე, 3 და 4 ოქტომბერს, ქართველი მოსამართლეები ეწვივნენ  ფედერალურ და ინდიანას შტატის სასამართლოებს ინდიანაპოლისში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ გამოჩენილ ქალ მოსამართლეეებს, რომლებმაც „სხვა ქალებსაც გაუღეს კარი“, რითაც ხელი შეუწყვეს უფრო წარმომადგენლობითი სასამართლოს არსებობას.

ქართველ მოსამართლეებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ მოსამართლეებთან მთელი მსოფლიოდან. ამ ურთიერთობის საშუალებით მათ აღმოაჩინეს, რომ ქალი მოსამართლეები ყველგან მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და მათ შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთის  წარმატების ისტორიებიდან.

როგორც მოსამართლე ციცინო კიკვაძემ აღნიშნა, „ქალი მოსამართლეები ერთნაირი პრობლემების წინაშე დგანან მთელ მსოფლიოში. კონფერენცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ პრობლემები და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ერთად, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მათთან ინდივიდუალურად გამკლავება“.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები