Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 - 26 აპრ, 2024

საქართველოს მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში შრომის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე

საქართველოს 10 მოსამართლისაგან შემდგარი დელეგაცია თბილისის, რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოებიდან, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან და სოხუმისა და გუდაუთის რაიონული სასამართლოდან ქ. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, და კალიფორნიის შტატში, ქ.ლოს-ანჯელესში გაემგზავრნენ შრომის უფლებებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების სასწავლო ვიზიტზე.

2024 წლის 15-26 აპრილს გამართულმა სასწავლო ვიზიტმა, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივას (ABA ROLI) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოს მოსამართლეებს მრავალფეროვანი გამოცდილება შესძინა სხვადასხვა სესიებსა და შეხვედრებში მონაწილეობით, სასამართლო პროცესებზე დაკვირვებით, რაც თავის მხრივ შრომით უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.

ვაშინგტონში ვიზიტი დაიწყო გაცნობითი ხასიათის სესიით, რომელსაც ABA ROLI-ს მომხსენებლები უძღვებოდნენ. მოსამართლეები ორგანიზაციის გლობალური მასშტაბის საქმიანობას გაეცნენ და ABA-ს სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის განყოფილების თავმჯდომარეს, რობინ რანჯს, შეხვდნენ. მოსამართლეები ასევე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ექსპერტებს შეხვდნენ, რომლებმაც საქართველოს მოსამართლეებს სააგენტოს როლი გააცნეს  მსოფლიოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობაში.

ლოს-ანჯელესში, დელეგაციამ შრომითი უფლებების საკითხების შესწავლა ისეთ ინსტიტუტებში განაგრძო, როგორიცაა სტენლი მოსკის სასამართლო სახლი და ლოს-ანჯელესის ოლქის, კალიფორნიის უმაღლესი სასამართლო. პროცესებზე დაკვირვებით, მოსამართლეებთან და სამართლის ექსპერტებთან საუბრით, საქართველოს მოსამართლეები პირადად გაეცნენ შრომის სამართლისა და პრაქტიკულ გამოწვევებს აშშ-ს სასამართლო სისტემაში.

სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა Bet Tzedek-თან გაიმართა, რომელიც ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე არაკომერციული იურიდიული ფირმაა. დელეგაცია Bet Tzedek-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს დიეგო კარტახენას და დასაქმების ჯგუფის ხელმძღვანელს, მერი როსს შეხვდა. სამუშაო სესიაზე ისაუბრეს Bet Tzedek-ის ძალისხმევაზე უზრუნველყოს სამართლიანობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის, განსაკუთრებით შრომითი უფლებებისა და დასაქმების კანონმდებლობის სფეროში.

სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრებს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაცია (OSHA), ვაშინგტონის ადვოკატთა სამოქალაქო უფლებებისა და ურბანული საკითხების კომიტეტი და ქალთა სამართლის ეროვნულ ცენტრი, სადაც მოსამართლეები გაეცნენ ინფორმაციას შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი წესებისა და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების სხვადასხვა ასპექტების შესახებ, მათ შორის უფლებების ადვოკატირებასა და სამართალწარმოების პროცესზე.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები