Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 28 სექ, 2023

მოსამართლეების მესამე სასწავლო ვიზიტი ამერიკაში

ბავშვის უფლებებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრაქტიკის სწავლის გასაღრმავებლად, პირველი და მეორე ინსტანციის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და მაგისტრატი მოსამართლეების მესამე ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო ვიზიტში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) აღმოსავლეთ ნაწილში.

10 დღიანი სასწავლო ვიზიტის მონაწილეები (18-28 სექტემბერი, 2023) გაეცნენ თუ როგორ ფუნქციონირებენ აშშ-ს სასამართლოები და ორგანიზაციები, რამაც ხელი შეუწყო მოსამართლეთა კვალიფიკაციის გაძლიერებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ბავშვთა უფლებების დაცვა სასამართლო სხდომაზე, განქორწინების შემდეგ მშობლების მიერ ბავშვის მონახულების ვადების რეგულირება და არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. დამატებით, მოსამართლეები გაეცნენ აშშ-ს სასამართლო პრაქტიკას ისეთ საკითხებში, როგორიცაა საქმეთა ნაკადის მართვას და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ABA ROLI-სთან (ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა) პარტნიორობით განხორციელებული მესამე სასწავლო ვიზიტის მონაწილეები იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები. დელეგაციას ასევე თან ახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო კოლეგიაში მომუშავე მოსამართლის თანაშემწე.

სასწავლო ვიზიტი ვაშინგტონში სტუმრობით დაიწყო, რა დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სოჯახო კატეგორიის დავების განხილვებს, მათ შორის ბავშვზე მეურვეობის დავების განხილვებსაც. გარდა ამისა, მათ საშუალება მიეცათ დისკუსია გაემართათ კოლუმბიის ოლქის უმაღლეს სასამართლოსა და მერილენდში, მონტგომერის საგრაფოს საოლქო სასამართლოს მოსამართლეებთან.

მანანა ნიკაჭაძემ აღნიშნა, რომ აშკარა განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს კონტინენტურ სამართალსა და ამერიკის პრეცედენტული სამართლის სისტემებს შორის, მათ საერთო მიზანი გააჩნიათ - ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა. „ქართულ სამოქალაქო სისტემასა და საერთო სამართლის სისტემებს შორის არსებობს ცალკეული განსხვავება, თუმცა მიზანი ერთია - ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. აშშ-ში საქმის მონაწილე თითოეული მხარე ანგარიშვალდებულია და ყველა მხარეს გააჩნია გარკვეული ხასიათის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რაც ბავშვის საჭიროებებთანაა დაკავშირებული. ჩვენთან თუ ბავშვის მოსმენა სასამართლოში სავალდებულოა, აშშ-ს ამ ქალაქების არასრულწლოვანთა საქმეების მოსამართლეს ამის უფლებამოსილება აქვს და არა ვალდებულება. რაც პირველ რიგში, ე.წ. სპეციალიზებული არასრულწლოვანთა სასამართლოების არსებობის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ბავშვის განცალკავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე. აქტიურად გამოიყენება მხარეებთან ვიდეოკომუნიკაცია. კარგი იქნება, თუკი ასეთი სპეციალიზებული არასრულწლოვანთა სასამართლოები საქართველოშიც შეიქმნება.“

 „მნიშვნელოვანი იყო, რომ შევხვდით ბავშვთან დაკავშირებით საქმეების განხილვაში ჩართულ სხვადასხვა მონაწილეებს, რამაც შესაძლებლობა მომცა სხვადასხვა პერსპექტივიდან დამენახა აშშ-ში არსებული სისტემა. ვფიქრობ, ჩემს სამოსამართლო პრაქტიკაში ყველაზე მეტად გამოვიყენებ ბავშვთან გასაუბრების თავისებურებების შესახებ მიღებულ ინფორმაციას.“ - ხაზგასმით აღნიშნა მანანა მესხიშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.

ვიზიტის შემდგომ ეტაპზე, მონაწილეები გაემგზავრნენ ჯორჯიის შტატ ატლანტაში, სადაც ფულტონის საგრაფოს არასრულწლოვანთა სასამართლოში პირველად დაესწრნენ არასრულწლოვანთა საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომას, კერძოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფაქტების დადგენის სხდომა დანაშაულზე, რომელიც ისჯება ერთ წელზე ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთით, და  შესაბამისი მზრუნველობის ორგანოს მიერ ბავშვზე არასათანადო ზრუნვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დაინიცირებული მეურვეობის დამდგენი საქმე, მათ შორის, ორ ასეთ საქმეს თან ახლდა მამობის დადგენის საკითხის განხილვაც. ამასთანავე, საქართველოს მოსამართლეები შეხვდნენ ფულტონის საგრაფოს არასრულწლოვანთა სასამართლოს მოსამართლეებს.

მონაწილეები ასევე დაესწრნენ არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესებს დუგლასის საგრაფოს არასრულწლოვანთა სასამართლოში, სადაც განიხილებოდა მეურვეობისა და სასჯელის სახით ერთ წელზე ნაკლები თავისუფლების აღკვეთის მქონე დანაშაულები. სასამართლო სხდომების შემდეგ, მოსამართლეებმა დისკუსია გამართეს 5 ამერიკელ მოსამართლესთან არასრულწლოვანთა, მაგისტრატ და პრობაციის სასამართლოებიდან, რა დროსაც ერთმანეთს თავიანთ პრაქტიკასა და გამოცდილებას უზიარებდნენ.

გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ ჯორჯიის ბავშვთა დაცვის ცენტრის (Georgia Child Advocacy Center) წარმომადგენლებს. შეხვედრის დროს მოსამართლეები გაეცნენ თუ რა მნიშვნელოვანი როლი უკავია ცენტრს ფულტონისა და დუგლასის საგრაფოებში დაახლოებით 700-ზე მეტი არასრულწლოვანთათვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაში. მათ, ასევე, ემორის სამართლის სკოლაში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც სამართლის სკოლის ხელმძღვანელობამ უმასპინძლათ, რა დროსაც კანონშემოქმედებით პროცესში ინსტიტუტის კონტრიბუციასა და არასრულწლოვანთა შესახებ არსებული კანონებისა და რეგულაციების გაუმჯობესებას გაესვა ხაზი.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმირ ხუჭუამ განაცხადა, რომ საინტერესო იყო ემორის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა, სადაც ყოფილმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა, რომლებიც კომპლექსურად და სისტემურად სწავლობენ ბავშვის უფლებებს, წარმოადგინეს პრობლემული საკითხები და მათი გადაჭრის სავარაუდო გზები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე, თამარ წერეთელი, მისთვის საინტერესო საკითხებს გამოჰყოფს, კერძოდ - პრინციპი „One family, one judge“ - რომლის მიხედვით სასამართლო სისტემა ცდილობს, რომ ერთი ოჯახის ფარგლებში წარმოშობილი დავები, განსახილველად გადასცეს ერთსა და იმავე მოსამართლეს, რომელიც უკვე ფლობს ინფორმაციას ამ ოჯახთან დაკავშირებული წარსული დარღვევებისა, თუ დავების შესახებ. ასევე საინტერესო იყო პრინციპი „No case about me, without me“ - რომლის მიხედვით, სასამართლო ყოველთვის ცდილობს ბავშვთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტოს ბავშვის უშუალო მონაწილეობით და მისი მოსაზრების მოსმენის საფუძველზე. მან აღნიშნა, რომ დუგლასის საგრაფოს მოსამართლეებთან შეხვედრის ერთ–ერთ საინტერესო საკითხს წარმოადგენდა ალიმენტის იძულებითი გადახდევინების მექანიზმები. მისი აზრით, ასეთი ქმედითი მექანიზმების ქართული სამართლის სისტემაში დანერგვა აუცილებელია, ვინაიდან არსებული მდგომარეობით, თუკი მშობელს უნაღდო ანგარიშსწორებით არ ერიცხება ხელფასი, მისი ამოღების სხვა საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან კუჭავა, მიიჩნევს, რომ „ჩემთვის  როგორც მოქმედი მოსამართლისათვის, ყველაზე საინტერესო იყო  და გამოვყოფდი სასამართლო პროცესებზე დასწრების ნაწილს, როდესაც ვაკვირდებოდით  მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციას, სხდომის წარმართვის უნარებს, სადაც იგრძნობოდა პროცესის მონაწილეთა მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობა და მისი გადაწყვეტილების პატივისცემა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანი საქმეში არ იღებს მონაწილეობას, თუკი ეს აუცილებელი არ არის გადაწყვეტილების მისაღებად, მხარეებს შორის არ არსებობს კონფლიქტი ან ბავშვის წარმომადგენლის პოზიცია აშკარად არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელებას.“

სასწავლო ვიზიტმა მოსამართლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ს სასამართლოების პრაქტიკის შესახებ ბავშვთა უფლებების ჭრილში. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია საქმეთა ნაკადის მართვისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების პრინციპების შესახებ. ამერიკელ კოლეგებთან დამყარებული კავშირები ღირებული რესურსი იქნება ვიზიტის მონაწილეებისთვის პროფესიული პრაქტიკის, დამოუკიდებლობისა და საერთო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები