Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 - 13 აპრ, 2024

ქუთაისსა და ბათუმში მოღვაწე ადვოკატებმა სასესხო ხელშეკრულებების სამართლებრივ ასპექტებზე ტრენინგი გაიარეს

6 და 13 აპრილს, USAID სამართლის  უზენაესობის პროგრამამ, ქუთაისის და ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბების მეშვეობით  52 ადვოკატი გადაამზადა  იმერეთისა და აჭარის რეგიონიდან, რომლებიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  და  იურიდიული დახმარების სამსახურს წარმოადგენენ. ტრენინგის თემა იყო  სასესხო ხელშეკრულებების სამართლებრივი რეგულირება: მატერიალური და პროცესუალური  ასპექტები.

ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე და ექსპერტი, თამარ კუსიკაშვილი, რომელსაც გააჩნია ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ევროკავშირის ფინანსური რეგულაციების ექსპერტული ცოდნა.

ტრენინგი მოიცავდა ადვოკატებთან დისკუსიებს სასესხო ხელშეკრულებებთან და საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ეროვნული ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მაია ბაქრაძემ ისაუბრა სესხის უზრუნველყოფის საშუალებებზე,  უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აკრძალვებზე და  წარმოადგინა ბათილი სასესხო ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების ამომწურავი ანალიზი.

იმავდროულად, თამარ კუსიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საბანკო ვალდებულებებზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლება-მოვალეობებს  ფინანსურ სექტორში. ტრენინგი  მოიცავდა დისკუსიებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულაციების, მომხმარებელთა დაცვის ეთიკური სტანდარტების, პასუხისმგებელი სესხების პრაქტიკის და სესხის გაცემისა და დაფარვის მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაზე.

გარდა ამისა, ტრენინგზე  განხილული იყო უძრავი ნივთებზე უფლების  კონცეფცია, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ასახული თავისებურებების გათვალისწინებით. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სესხების საპროცენტო განაკვეთების თავისებურებებს, რომლებიც ისტორიულად რეგულირდებოდა ხელშეკრულების მხარეების მიერ, თუმცა ბოლოდროინდელმა სამართლებრივმა განვითარებამ ხაზი გაუსვა სასამართლოს კონტროლს საპროცენტო განაკვეთების გონივრულობაზე. ეს მოიცავს იმის  გათვალისწინებას  ეროვნულ თუ უცხოურ  ვალუტაში გაიცემა  სესხი.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა გააგრძელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  და იურიდიული დახმარების სამსახურის  ადვოკატებისთვის ტრენინგების სერიას. მომავალი ტრენინგი, რომელიც მაისშია დაგეგმილი, ფოკუსირებული იქნება მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები