Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 ოქტ 2023

ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მოსამართლეს შეხვდნენ, რათა მეტი გაეგოთ ქართული სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

2023 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის წევრი, მიხეილ ბებიაშვილი 100-ზე მეტ მოსწავლეს შეხვდა.

მოსწავლეები წარმოადგენდნენ სამოქალაქო განათლების კლუბებს ქუთაისის შვიდი საჯარო სკოლიდან. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შედგა და ნაწილია საინფორმაციო შეხვედრების სერიისა, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებსა და საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რათა ხელი შეეწყოს მოსამართლის პროფესიის პოპულარიზაციას და დიალოგს ახალ თაობასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის.

შეხვედრის დაწყებამდე მოსწავლეებმა მოსამართლეს უამბეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მათ USAID სამოქალაქო განათლების ინიციატივის ფარგლებში განახორციელეს. შემდგომში, მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა ისაუბრა ხელისუფლების დანაწილების კონცეფციის, სახელმწიფო ინსტიტუტების როლის, სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობისა და ცალკეული მოსამართლეების პასუხისმგებლობის შესახებ. მან მოსწავლეებს ასევე განუმარტა ცალკეული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც არსებობს ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. ასევე უპასუხა მათ კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მეთოდები და სახელმწიფო ინსტიტუტების როლი უფლებების დაცვასა და მსხვერპლთა მხარდაჭერაში.

მოსამართლემ ასევე ისაუბრა იმ პრეცედენტების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვთა უფლებების სფეროში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები