Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 ივნ 2023

ქუთაისის ჰაბი საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ შეხვედრა გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ქუთაისის ჰაბმა და იურიდიული დახმარების სამსახურმა გამართეს დისკუსია ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელშიც 50-ზე მეტი სამართლის ექსპერტი მონაწილეობდა, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.

დისკუსიის დროს ძირითადი აქცენტი გამახვილდა ბავშვის უფლებაზე, გაზიარებულ იქნა სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცედურები, რაც ხაზს უსვამს საქართველოში მოქმედ საპროცესო ნორმებში არსებულ ხარვეზებს. ეს წესები გადამწყვეტ როლს თამაშობს, მოსამართლეების მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პროცესში.

მომხსენებლებს შორის იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო იკვაძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი თამარ ობოლაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე ია შვანგირაძე, და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი დარინა სალდაძე.

მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკაზე. ღონისძიებაზე განხილული ერთ-ერთი საყურადღებო მაგალითი იყო, ამერიკული სისტემის მიერ მიღებული ყოვლისმომცველი მიდგომა. ამ მიდგომით, მოსამართლეები, ჩართულ მხარეებთან ერთად, თავიდანვე ადგენენ საქმის სამოქმედო გეგმას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად. გეგმა მოიცავს ორ ძირითად ასპექტს: პირველი, ბავშვის ოჯახში დარჩენის შესაძლებლობას; მეორე, თუ საწყისი ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა, განიხილება ისეთი ალტერნატივა, როგორიც არის მუდმივი მეურვეობა ან შვილად აყვანა. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ბავშვის მომავლის განსაზღვრას და გადაწყვეტას, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაურკვევლობას.

ამის საპირისპიროდ, მოქმედი ქართული პროცედურების მიხედვით მეურვეობის საკითხის გადახედვა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება, რაც, როგორც წესი, არის ფორმალური პროცედურია. ეს ხშირად ხდება ბავშვისთვის შემაშფოთებელი და ემსახურება მათთვის მშობლების უუნარობის კიდევ ერთხელ შეხსენებას.

დისკუსია შეეხო რამდენიმე გამოწვევას: ადვოკატთა ასოციაციის წევრების არასაკმარისი გამოცდილება ბავშვის უფლებების ეფექტიანად დაცვაში; სასამართლო პროცედურებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების არასაკმარისი გათვალისწინება; ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს მუდმივი ძალისხმევა ბავშვთა უფლებების კოდექსში შესწორების შეტანის; და მოსამართლეების ბავშვებთან კომუნიკაციის და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების უნარის ნაკლებობა. დისკუსიამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეებს შორის, რაც დასაფასებელია. ეს იყო ამ ტიპის მეორე პროფესიული შეხვედრა; პირველი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 2023 წლის მარტში გაიმართა და ქალთა უფლებებს მიეძღვნა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები