Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ნოე - 01 დეკ, 2022

ქუთაისში პროგრამამ სამართლის უზენაესობის ჰაბი გახსნა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ქმნის სამართლის უზენაესობის რეგიონულ ჰაბებს, რათა გააძლიეროს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება საქართველოში და მხარი დაუჭიროს  ინდივიდუალურ მოსამართლეებს, ადვოკატებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გააძლიერონ თავიანთი დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გახსნა რეგიონული ჰაბი ქუთაისში, ადგილობრივი იურისტის, ანა შალამბერიძის ხელმძღვანელობით. 

შალამბერიძეს აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მუშაობის გამოცდილება. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში,  შალამბერიძე და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სხვა წევრები შეხვდნენ ძირითად რეგიონულ პარტნიორებს, მათ შორის: ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, ზესტაფონისა და ქუთაისის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ქუთაისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ადგილობრივი ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრებზე USAID კავკასიის სამართლის უზენაესობის პროგრამის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას ბოლო 30 წლის განმავლობაში და მის როლს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. 

"ქუთაისის სამართლის უზენაესობის ცენტრი უზრუნველყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე და განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება იმერეთის რეგიონის მოსამართლეებისა და სხვა იურიდიული პროფესიონალების სპეციფიურ საჭიროებებთან“, - განაცხადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ. 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა, მადლობა გადაუხადეს USAID-ს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს ქართველ და ამერიკელ იურიდიულ პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობა.

ერთი დისკუსია სასამართლო ხელისუფლების ხარისხს და სასამართლოების მუშაობის შეფასებას და საქმეების განაწილებას დაეთმო. სასამართლოს მომხმარებლები შეშფოთებულნი არიან ადგილობრივ სასამართლოებში საქმეების გადატვირთვით და თვლიან, რომ მოსამართლეთა დეფიციტი არ აძლევს საშუალებას სასამართლო ხელისუფლებას გაუმკლავდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეების დიდ რაოდენობას.

ამ საკითხის გადასაჭრელად, სამართლის უზენაესობის პროგრამა მოიწვევს ამერიკელ მოსამართლეებს, რათა მისცენ რჩევები ქართველ კოლეგებს სასამართლო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის შესახებ. მონაწილე დაინტერესებულმა მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი სამართლებრივ საკითხებზე მრგვალი მაგიდის მოწყობის შესახებ ამერიკელი მოსამართლეების, ქართველი მოსამართლეების და სხვა იურიდიული პროფესიონალების მონაწილეობით. მონაწილეებმა ასევე გამოხატეს ინტერესი ქუთაისის რეგიონული ჰაბის პროგრამის  მიმართ, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სტუდენტთა მენტორული სასწავლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოების ჩართულობის მრჩეველმა, დოქტორ ტიმ ბუნიევაცმა, სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოების ჩართულობის სპეციალისტის მარიამ გობრონიძის დახმარებით, პროგრამის პარტნიორებს იმერეთში გაუზიარა სასამართლო საზოგადოების ჩართულობის გამოცდილება ევროპასა და მთელ მსოფლიოში. დოქტორმა ბუნიევაცმა შემოგვთავაზა სამომავლო აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას სასამართლო სისტემის და მისი გამოყენების შესახებ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები