Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 სექ 2023

ყოველდღიური მართმსაჯულება რეგიონებში - მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ეს ხელს უწყობს მოქალაქეების მიმართ მოსამართლეების ანგარიშვალდებულების და საზოგადოების მხრიდან სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ასევე, განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებას.

საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სასამართლო გუშაგმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 76 მოხალისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩართო მონიტორინგის პროცესში. 10 თვის განმავლობაში მოხალისეები დაესწრნენ 1341 სასამართლო პროცესს, რომელთა მონიტორინგის შედეგები ანგარიშში აისახა.

27 სექტემბერს, საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მონიტორინგის ანგარიშის შედეგები ფართო საზოგადოებას წარუდგინა.

“ანგარიშში მოცემული საკითხები, რომელიც სასამართლოს ორგანიზაციულ მუშაობას, ასევე პროცედურულ სამართლიანობას ეხება, პირდაპირ აისახება სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე. ეს თემებია: სასამართლოს სხდომების დაგვიანებით დაწყება, სხდომების გადადება ტექნიკური გაუმართაობის ან საორგანიზაციო საკითხების გამო, მოქალაქეებისთვის არასაკმარისად აღქმადი სასამართლო პროცესები და განაჩენები/გადაწყვეტილებები.” - აღნიშნა საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ აღნიშნა: „ყველა საჯარო უწყების, მათ შორის სასამართლოს, უპირველესი მიზანი ხალხის სამსახური და თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაა. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებას და ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მოქალაქეების საჭიროებებს მიემართება. მოქალაქეების მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგი არ არის გავრცელებული პრაქტიკა საქართველოში. მიხარია ახალგაზრდების ხილვა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში და დღეს თავიანთ დაკვირვებებს გვიზიარებენ ჩვენ და ფართო საზოგადოებას.“

ორგანიზაციის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა, მეგი შამათავამ მონაწილეებს, მოხალისეთა დაკვირვების შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ „მოსამართლეთა უმეტესობა გულდასმით უსმენდა მხარეებს და განმარტავდა სამართლებრივ ტერმინოლოგიას მხარეთათვის გასაგებ ენაზე. თუმცა იყო შემთხვევები,  როდესაც პროცესის მიმდინარეობის დროს  მოსამართლე არ  იყო  საქმესთან დაკავშირებით სათანადოდ ინფორმირებული და მომზადებული. მოსამართლეები უმეტესად იცავდნენ ეთიკის ნორმებს და კონსტრუქციულად მიმართავდნენ დარბაზში მყოფ პირებს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებმა მხარეების მიმართ უხეში ან აგრესიული დამოკიდებულება გამოხატეს.“

„მოხალისეები სამართალწარმოების ხანგრძლივ ვადებს და განსჯადობასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ.“ - დასძინა საქართველოს სასამართლოს გუშაგის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა ქეთი გაჩეჩილაძემ.

ანგარიშის წარდგენას 80-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. დასასრულს მოხალისეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესების მონიტორინგში, სერტიფიკატები გადაეცათ.  

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები