Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 მაი 2023

შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის მოსამართლეებს შორის

2023 წლის 13 მაისს, ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის ათ წევრს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მოსამართლეებთან, ტიმ ეიკეს და ლადო ჭანტურიას შორის შეხვედრა გაიმართა. დისკუსია ეხებოდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც მართლმსაჯულების სახლის ორგანიზებით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის მრჩეველმა, ნინო ბალანჩივაძემ და მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ.

ბალანჩივაძემ ხაზი გაუსვა ცალკეული მოსამართლეების შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელობას გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეებს შორის დისკუსიის ხელშეწყობის გზით. „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება ეროვნული სასამართლოების მიერ გადამწყვეტია, ვინაიდან ეს არის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნულ მოსამართლეებს შორის დიალოგის პლატფორმების ჩამოყალიბება დროული და აუცილებელიცაა“. - განაცხადა მან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ევა გოცირიძე.

მოსამართლე ჭანტურიამ წარმოადგინა ორი საქმის მიმოხილვა (ნ.ც. საქართველოს წინააღმდეგ და გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ), რომლებშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება ბავშვის უფლებებს. მოსამართლე ეიკემ განიხილა დიდი პალატის ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებოდა მშობლის უფლებებსა და ბავშვის უფლებებს, როგორიცაა სტრენდ ლობენი და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ და აბდი იბრაჰიმი ნორვეგიის წინააღმდეგ. მან ასევე მიუთითა პალატის გადაწყვეტილებაზე, ა.ჰ. გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ტრანსგენდერი ქალის მშობლის უფლებებს.

მოსამართლეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს ბავშვის მოსმენისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენის სტანდარტებზე, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ ამ სტანდარტების ეფექტურად განხორციელებაზე. ხაზგასმით აღინიშნა ეროვნული გადაწყვეტილებებში საფუძვლიანი მსჯელობის განვითარების მნიშვნელობა და მოსამართლეებს შორის გამოიკვეთა კონსენსუსი ამ ხასიათის უფრო ხშირი დისკუსიების საჭიროების შესახებ.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა გეგმავს გააგრძელოს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ეროვნული მოსამართლეების  ინფორმირებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო პრეცედენტული შემთხვევების შესახებ.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები