Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 05 დეკ, 2023

იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერა აჭარის რეგიონის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

2023 წლის 3-დან 5 დეკემბრის ჩათვლით, საინფორმაციო კამპანიის ,,ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, იურიდიული დახმარების სერვისმა (LAS), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოაწყო მთელი რიგი ღონისძიებები, რომლითაც აჭარის მკვიდრებს გაცნო თავიანთი უფლებები.

3 დეკემბერს LAS-მა სტუდენტ-პარალეგალტების ჩართულობით ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა. ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აღნიშნულ ღონისძიებაში ნაფიცი მსაჯულების როლი მოირგეს, ხოლო იმიტირებულ პროცესს თავმჯდომარეობდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე და ბათუმის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი იამზე ზანდარაძე.

სასამართლო პროცესზე სტუდენტმა-პარალგალეგებმა ურთიერთ საპირისპირო როლები შეასრულეს. LAS-ის დირექტორმა დავით სიმონიამ მოსწავლეებს გააცნო ბავშვეთა ირგვლივ არსებული საკითხები და დაეხმარა ნაფიც მსაჯულებს განაჩენის გამოტანაში. იმიტირებულ სასამართლოზე განქორწინების შემდეგ ბავშვის მეურვის განსაზღვრის საქმის სიმულაცია მოხდა.

სასამართლო პროცესის დასასრულს მოსამართლე ბოლქვაძემ სტუდენტებს განუცხადა, რომ მათ უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები და ხაზი გაუსვა, რომ ცოდნა მათ აძლევთ შესაძლებლობას დაიცვან საკუთარი თავი და სხვები. მან ასევე აღნიშნა, რომ იმიტირებული პროცესი კარგად ასახავდა იმ სირთულეებს, რომლებსაც მოსამართლეები, იურისტები და ნაფიცი მსაჯულები სამართლიანი სასამართლოს წარმართვისას და რეალური საქმეების სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისას აწყდებიან.

4 დეკემბერს მოსწავლე-პარალგალეგები, LAS -ის დირექტორ დავით სიმონიასთან ერთად, ეწვივნენ ზედა და ქვედა განთიადის (სოფლების) საჯარო სკოლებს და 70-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს განუმარტეს ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ქალთა უფლებები.

5 დეკემბერს LAS - ის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელი იამზე ზანდარაძე სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და განმარტა LAS-ის მისია და ფუნქცია. შემდეგ სტუდენტებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე - მათ შორის ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, ოჯახურ ცხოვრებასთან, თამაშთან, შეურაცხყოფისა და ზიანისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ადრეული ქორწინება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბულინგი და ინკლუზიური განათლება.

ასევე, 5 დეკემბერს სტუდენტი-პარალეგალმები LAS-ის წარმომადგენლების თანხლებით გაემგზავრნენ გურიის რაიონის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში. მათ ჩართეს მოსწავლეები ბავშვების საუკეთესო ინტერესების, ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ საუბრებში. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო პედაგოგი და მასწავლებლის გლობალური პრიზის ფინალისტი ლადო აფხაზავა.

აღნიშნული ღონისძიებები ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ეძღვენბოდა, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება და 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR) მიღების დღიდან იღებს სათავეს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები