Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 ივნ 2023

შეხვედრა მედიატორებს შორის ცოდნის გაზიარებისა და მედიაციის პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორთა შეხვედრას უმასპინძლა, რაც გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად და მედიატორთა პროფესიულ ზრდასა და საქართველოში მედიაციის პრაქტიკის განვითარებას ემსახურებოდა. 

თავის მისასალმებელ სიტყვაში, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია ასოციაციის ახალი წევრებისათვის, რომლებსაც მედიაციის პრაქტიკის ნიუანსებში გარკვევა ესაჭიროებათ. ირაკლი ყანდაშვილის თქმით, ბოლო 5 თვის განმავლობაში ასოციაციას 35 ახალი წევრი შეემატა, ხოლო 40 ადამიანი კი, დაინტერესებულია მედიატორის პროფესიაში შესვლით. ახალი წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია 3 ივნისის შეხვედრის მსგავსი პლატფორმის არსებობა, სადაც ასოციაციის წევრები დაგროვილი პროფესიული გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.   

შეხვედრას უძღვებოდნენ ელენე ორჯონიკიძე და ნათია ჩიტაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და  მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრების კოორდინატორები (ორივე მათგანი სერტიფიცირებული სასამართლო მედიატორია), რომლებმაც ცენტრებში არსებულ პრაქტიკასა და საქმიანობის განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. არჩილ ცერცვაძემ, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენელმა და მედიატორმა, რომელიც დაზღვევის საკითხების სპეციალისტია, მონაწილეებს კერძო მედიაციის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, სადაზღვევო ხელშეკრულებებში მხარეები აფიქსირებენ მედიაციას, როგორც დავის გადაჭრის გზას და ასოციაციას კვარტალში საშუალოდ 200-300 მიმართვა აქვს. ბ-ნი ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ ერთეულები მიდიან სასამართლოში და რომ მომხმარებელთა 90% კმაყოფილია მიღებული სერვისით.  

შეხვედრას ოცდაერთი მედიატორი დაესწრო. აქტიური ჩართულობით მიმდინარე სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიეღოთ. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: კერძო და სასამართლო მედიაციის თავისებურებები, აღსრულების ნაწილში არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები, ის გამოწვევები, რაც თანამედიაციის პროცესში  არსებობს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის მესამე ეტაპის გაუმჯობესების საკითხზე.

მედიატორთა ასოციაცია რეგულარულად აწყობს მსგავს შეხვედრებს, რადგან მიიჩნევს, რომ მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერების საქმეში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ღია დიალოგი. ამგვარი შეხვედრები ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ხდება გამოწვევების ღიად განხილვა, რაც ხელს უწყობს საქართველოში მედიაციის პრაქტიკის გაუმჯობესებასა და განვითარებას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები