Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 - 28 თებ, 2023

შეხვედრა ქუთაისში, სამტრედიასა და რუსთავში სასამართლო მენეჯმენტის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა სასამართლო ადმინისტრირების გაუმჯობესების, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და სასამართლო ოპერაციების უფრო ეფექტური და საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის გზით მხარს უჭერს მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. პროგრამა, თავისი საქმიანობის ფარგლებში, რეგულარულად უწევს ტექნიკურ დახმარებას ცალკეულ სასამართლოებს სასამართლოს ადმინისტრირების პრაქტიკის, სასამართლოს მომხმარებლებთან და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

2023 წლის 23-28 თებერვალს, პროგრამამ მოიწვია აშშ-ს სასამართლო ადმინისტრაციის ექსპერტი ჯეფრი ქოლველი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისის სააპელაციო, რუსთავის საქალაქო  და სამტრედიის რაიონულ სასამართლოებში, და გაეცნო რეესტრის, კანცელარიის და სასამართლო მხარდაჭერის ოფისების მუშაობას თითოეულ ქალაქში. მან ქართველ კოლეგებს გაუზიარა სასამართლო ადმინისტრირებაში დაგროვილი გამოცდილება და აშშ-ში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.

თითოეული შეხვედრა მოიცავდა სასამართლოებში ვიზიტებს და მრგვალ მაგიდას სასამართლოს მენეჯერებთან, სასამართლოს თავმჯდომარეებთან და თითოეული სასამართლოს სხვადასხვა ორგანიზაციული ერთეულის საკვანძო თანამშრომლებთან. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქმის მართვის სისტემების ფუნქციონირება და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სტატისტიკურ სისტემებზე, სასამართლო დარბაზის ხელმისაწვდომობაზე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობასა და სასამართლოს მართვის სხვა პრაქტიკულ ასპექტებზე.

მოსამართლეებთან და სასამართლოს თანამშრომლებთან შეხვედრისას, ბ-ნმა ქოლველმა ისაუბრა სასამართლოს ეფექტურობაზე, სტატისტიკის გამოყენებაზე საქმის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, სამუშაოს ოპტიმალურ განაწილებაზე, სასამართლო თარჯიმნების გამოყენებაზე, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქმის მართვის პროცესის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე წარმომადგენლის გარეშე მყოფი მხარეთათვისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე სასამართლოს მენეჯერმა გიორგი ზარნაძემ და სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლე ირაკლი ბონდარენკომ კულტურული მემკვიდრეობით დაცული სტატუსის მქონე სასამართლოს შენობის ისტორია განიხილეს. მონაწილეებმა დაათვალიერეს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პალატის სასამართლო დარბაზები, ასევე არასრულწლოვანთა ოთახი, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ბავშვებზე მორგებულ გარემოში.

ბ-ნი ქოლველი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლები, სამართლის დოქტორი ტიმ ბუნიევაცი და ანა შალამბერიძე შეხვდნენ სასამართლოს მკვლევარებს და სასამართლოს თანაშემწეებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასამართლო გადაწყვეტილებების შემუშავებაში და საქმეების მართვაში. ისინი ასევე შეხვდნენ კანცელარიის მენეჯერს და განიხილეს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა და სასამართლოს მიერ საქმისწარმოების სტატისტიკის გამოყენება. მსგავსი შეხვედრა გაიმართა სამტრედიის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლეებმა და თანამშრომლებმა გამოთქვეს სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ სამომავლო სემინარებზე დასწრების სურვილი, რომლებიც სასამართლოს მენეჯმენტსა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებაზე  იქნება ფოკუსირებული.

სასამართლოს მენეჯერმა გურამ კორკოტაშვილმა და თავმჯდომარემ, მოსამართლე მამია ფხაკაძემ სტუმრებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში უმასპინძლეს, დაათვალიერებინეს სასამართლოს შენობა, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი, მედიაციის ე.წ სამკუთხა მაგიდა, ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახი და დეპონირების მშვიდი ჯიხური. მათ დეტალურად გააცნეს სასამართლოში წარმოების თითოეული ეტაპი და ასევე წარმოადგინეს თავიანთი სიახლეები, რამაც სასამართლო უფრო ინკლუზიური და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები და არაქართულენოვანი წარმომავლობის მქონე პირები, მორგებული გახადა. შეხვედრა გაიმართა მრგვალი მაგიდის გარშემო სასამართლო ადმინისტრაციის სხვადასხვა პროცესების განხილვით, სასამართლოს თავმჯდომარის, მენეჯერის, ბ-ნი ქოლველისა და დოქტორი ბუნიევაცის აქტიური მონაწილეობით.

მონაწილეებმა შეაფასეს ვიზიტები, როგორც ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო ყოველდღიური საქმიანობისთვის და გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდაც მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში.

****.

-ნი ქოლველი არის სასამართლოს მენეჯერი (სასამართლოს კლერკი) დენვერის ფედერალურ საოლქო სასამართლოში, კოლორადოში და ამ თანამდებობას იგი 2012 წლიდან იკავებს და მის პასუხისმგებლობაში შედის სასამართლოს ადმინისტრირების ყველა კომპონენტი; იგი მჭიდროდ თანამშრომლობს თავმჯდომარესთან სასამართლოს ადმინისტრაციული და ოპერატიული საჭიროებების მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, 2001-2004 წლებში -ნი ქოლველი იყო სამხედრო მოსამართლე აშშ- საზღვაო ქვეითთა კორპუსში, სადაც ის სისხლის სამართლის საქმეებზე აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლის მსგავს ფუნქციებს ასრულებდა. მან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბაზაზე ჩადენილი დაახლოებით 300 ფედერალური დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სასამართლო პროცესი წარმართა, მათ შორის დაახლოებით 30 ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები