Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 20 დეკ, 2023

შეხვედრა შშმ პირთა უფლებების სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე

სახალხო დამცველის აპარატმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შშმ პირთა უფლებებზე მიმდინარე და მომავალში წარსადგენ საქმეებს შეეხებოდა.

შეხვედრას ესწრებოდა ოცდასამი მონაწილე, მათ შორის სახალხო დამცველის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ფსიქიატრები.

შეხვედრა გახსნა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და ხაზი გაუსვა პროგრამის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ყველასთვის, განსაკუთრებით ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებისთვის.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველომ წარმოადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სამი სტრატეგიული სამართალწარმოების მიმდინარე საქმე. ეს საქმეები ეხება იძულებითი და არანებაყოფლობითი მკურნალობის კონსტიტუციურობას, ასევე პაციენტის უფლებების შეზღუდვას ნებაყოფლობითი მკურნალობის დროს. მონაწილეებმა ისაუბრეს პრაქტიკაში წარმოქმნილ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება, რათა კონკრეტულ საკითხებზე დაენახათ როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ასევე იურისტების ხედვა.

ამ ძალისხმევის მიზანია დაეხმაროს სახალხო დამცველის აპარატს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი საქმეების არგუმენტების უკეთ ჩამოყალიბებაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები