Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას დისკრიმინაციის საქმეში სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებით. 2024 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა მოპასუხეს. PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

აღნიშნულ საქმეში, ნ.კ. და მ.ა-ს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ, სჭირდებოდათ დახმარება ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. 2017 წლის სექტემბერში ნ.კ. და მ.ა.-მ მიმართეს ნოტარიუსს მინდობილობისთვის, რათა მიენიჭებინათ PHR-ის ადვოკატებისთვის სასამართლოში მათი წარმომადგენლობის უფლება. მოკლე ვიზუალური შეფასების შემდეგ ნოტარიუსმა, სათანადო შეფასების გარეშე, უარი თქვა მინდობილობის ხელმოწერაზე, და უგულებელყო ადვოკატის მოთხოვნა მათი ქმედუნარიანობის სათანადოდ შეფასების თაობაზე. შესაბამისად, ნოტარიუსმა შშმ პირებისთვის მინდობილობის მინიჭებაზე უარი განაცხადა იმ ვარაუდით, რომ ნ.კ. და მ.ა.-ს არ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

ნოტარიუსის უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წელს გასაჩივრდა, მისი განხილვა კი 2023 წელს დაიწყო. საქმის განხილვისას ნოტარიუსმა, ასევე სავარაუდოდ დისკრიმინაციული კომენტარები გააკეთა და შშმ ქალების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა. 25 ივნისს, მოსამართლე ქეთევან კუჭავამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დაიცვა სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპები და დაადგინა, რომ ნოტარიუსის მიერ შშმ პირებისთვის მომსახურებაზე უარი ვიზუალური შეფასების საფუძველზე, სათანადო შეფასების გარეშე, იყო დისკრიმინაციული. სასამართლომ ასევე დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს, რაც მომავალი საქმეებისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტია. აღნიშნულით ყურადღება გაამახვილდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთათვის საჯარო სერვისების მიღების პროცესში არსებულ ხარვეზებზე.

აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის პროფესია არის საჯარო სამართლით რეგულირებადი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისი იყოს ხელმისაწვდომი და თანაბრად უზრუნველყოფილი ყველასთვის. საჯარო სერვისზე უარი იყო დისკრიმინაციული და ბარიერს უწესებდა შშმ პირებს.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად
img
04 დეკ 2023

სასამართლომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სასარგებლოდ მოძალადეს 10,000 ლარის ოდენობით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ნოზაძემ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. უფლებები საქართველოს გუნდი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იცავდა სისტემატური ძალადობის მსხვერპლის უფლებებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები