Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
04 დეკ 2023

სასამართლომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სასარგებლოდ მოძალადეს 10,000 ლარის ოდენობით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

უფლებები საქართველოს მხარდაჭერით, სასამართლომ მოპასუხეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სასარგებლოდ 10,000 ლარის ოდენობით არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. 2023 წლის 4 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ნოზაძემ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. უფლებები საქართველოს გუნდი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იცავდა სისტემატური ძალადობის მსხვერპლის უფლებებს.

ძალადობის მსხვერპლმა ქალმა უფლებები საქართველოს 2023 წლის მარტში მიმართა. ქალის ყოფილი ქმარი ოჯახში ძალადობის ფაქტების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენისთვის, 2021 წლის აპრილიდან იხდიდა სასჯელს. ადვოკატებმა მოამზადეს სარჩელი და მოძალადისგან მოითხოვეს ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით. იურისტებმა სასამართლოს წარუდგინეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმის განაჩენი და სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების ჩადენა და მისთვის მიყენებული მორალური ზიანი.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის და მისი წარმომადგენლების სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს 10,000 ლარის ოდენობით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რასაც უფლებები საქართველო სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ახორციელებს.

უფლებები საქართველოს იურისტების შუამდგომლობით, სასამართლო განხილვისას მსხვერპლმა მოსამართლეს დისტანციურად მისცა ახსნა-განმარტება, რითაც თავიდან იქნა არიდებული მსხვერპლსა და მოძალადეს შორის კონტაქტი და მინიმუმამდე შემცირდა მეორეული ვიქტიმიზაციის საფრთხე.

სასამართლოს გადაწყვეტილება გადამწყვეტი იყო ბენეფიციარისთვის, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპენსაციის მიღების აღსრულებისას გართულებების წარმოშობის შემთხვევაშიც კი, ძალადობით მიყენებული ზიანის სასამართლოს მიერ აღიარება/ცნობა მისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ბენეფიციარმა აღნიშნა, „ჩემი ოჯახის წევრებს ვუთხარი, რომ კომპენსაცია რომც არ ავიღო, მაინც დიდი გამარჯვებაა ჩემთვის“.

ეს საქმე მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობის მსხვერპლები იშვიათად მიმართავენ სასამართლოს არაქონებრივი ზიანის კომპენსაციისთვის. ასეთი კომპენსაციის პრეცედენტები ცოტაა და სასამართლოები იშვიათად აკისრებენ ასეთი მოცულობის თანხებს. განსაკუთრებით ეკონომიკური სირთულეების გამო ძალადობრივ გარემოში იძულებით მყოფი ქალებისთვის, ეს საქმე არის საყურადღებო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო სამართალწარმოებამ ხელი შეუწყოს ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები