Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

2024 წლის 24 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეზე, რამაც უნდა შეუწყოს ხელი დეინსტიტუციონალიზაციის - ბავშვთა სახლების სისტემის ალტერნატიული ზრუნვით ჩანაცვლების პროცესს.

კომიტეტმა დაასკვნა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 21 მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვა, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ გარემოს და ზოგიერთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

საქმე ეხება დახურული ტიპის პანსიონატში ბავშვების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რისი პრევენციაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა. კომიტეტმა დაადგინა, რომ ნინოწმინდის პანსიონატში აღსაზრდელების მონიტორინგი 2020 წლის ივნისის შემდეგ არ განხორციელებულა და 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა მონიტორინგის ვიზიტის ჩატარების შესაძლებლობა. 19 მაისს სახალხო დამცველის აპარატს კვლავ არ მიეცა პანსიონატში ვიზიტის შესაძლებლობა.

2024 წლის 24 მაისს, კომიტეტმა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტმა დაასკვნა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 21 მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რაც არღვევდა მათ უფლებებს კონვენციის 19(1) მუხლით, 37(ა)-ე, 20-ე და 23-ე მუხლებთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გამოავლინა სათანადო გულმოდგინება ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მრავალი ბრალდების სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისას, რაც არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებებს კონვენციის 3.1, 3.2, და 19 მუხლებს 37(ა) მუხლთან მიმართებით. აგრეთვე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 21 მსხვერპლი ბავშვის უფლება მოესმინათ მათთვის და გამოეხატათ აზრი პანსიონატში მოთავსების შესახებ. სისხლის სამართლის პროცესის კონტექსტში, სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-3, მე-12 და 23-ე მუხლებით ნაკისრი ვალდებულებები.

კომიტეტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მსხვერპლ ბავშვთა ეფექტიანი რეპარაცია, მათ შორის ადეკვატური, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და რეაბილიტაცია, ასევე ჩაატაროს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება ყველა სისხლის სამართლის საქმეზე.

სახელმწიფო ასევე ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი დარღვევები არ მოხდეს ნებისმიერ კერძო ან საჯარო დაწესებულებაში.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად
img
04 დეკ 2023

სასამართლომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სასარგებლოდ მოძალადეს 10,000 ლარის ოდენობით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ნოზაძემ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. უფლებები საქართველოს გუნდი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იცავდა სისტემატური ძალადობის მსხვერპლის უფლებებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები