Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სულ ცოტა ხნის წინ, ოთხ სტუდენტ-პარალეგალს შესაძლებლობა ჰქონდა ჩართლიყო იურიდიული სფეროს პრაქტიკულ სამუშაოებში, იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) ბათუმის ბიუროში ანაზღაურებადი სტაჟირების მეშვეობით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. მსგავს პრაქტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობა სტუდენტებს შესძენს ფასდაუდებელ გამოცდილებას.

ნინო გოგიტიძემ, რომელიც ბავშვობიდან სამართლიანობითაა გატაცებული და მოტივირებული, აღმოაჩინა, რომ სტაჟირება მნიშვნელოვანი საფეხურია მის კარიერულ გზაზე. გამოცდილ იურისტებთან თანამშრომლობა ნინოს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნისთვის შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა, რაც მისი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფეხური გახდა.

ზურა გუჯაბიძისთვის სტაჟირება მრავალმხრივი სასწავლო გამოცდილება აღმოჩნდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესწავლიდან - კლიენტთა მართვის ტაქტიკის დახვეწამდე, ყველა ასპექტმა ხელი შეუწყო მის, როგორც პრაქტიკოსი იურისტრის ზრდას. სისხლის სამართლის განხრით მისწრაფებების მქონე ზურა უკვე ნათლად ხედავს, თუ რა შეუწყობს ხელს საქართველოში უფრო სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნას.

ია გორგაძისთვის სტაჟირება იურიდიულ დოკუმენტაციებსა და სამართალწარმოების სირთულეებში ჩაღრმავება აღმოჩნდა. ოჯახური ძალადობისა და განქორწინების საქმეების განხილვამ ხაზი გაუსვა მისი იურიდიული განათლების პრაქტიკულ სრულყოფას. სასამართლო სხდომების დინამიკის დაკვირვებამ, კი მას შეუქმნა ხედვა, რომელიც უმნიშვნელოვანესია იურიდიულ სფეროში მომავალი საწყისი ნაბიჯების გადასადგმელად.

ნინო გუგესაშვილის სტაჟირების გამოცდილებამ მას საშუალება მისცა პირველ რიგში დაენახა ადვოკატის მოვალეობები. მყარი სამართლებრივი არგუმენტების შემუშავებიდან სისხლის სამართლის საქმეებში დახმარებამდე, თითოეულმა შესრულებულმა დავალებამ გააღრმავა მისი ხედვები იურიდიული პრაქტიკში. თავდაცვის სტრატეგიების შემუშავებისა და სასამართლოში არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობამ კი ცხად ჰყო ის ხელშესახები გავლენა, რაც სტაჟიორებმა შეიძლება იქონიონ სამართლებრივ სისტემაშზე.

რეალურ კლიენტებთან მუშაობის, კომუნიკაციის უნარების განვითარებისა და სამართლებრივი პროცესების ნავიგაციის შესაძლებლობით, სტაჟირებამ სტუდენტების პროფესიულ ზრდაში ერთგვარი კატალიზატორის როლი ითამაშა. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასა და LAS-ს შორის თანამშრომლობა არა მხოლოდ ამდიდრებს დამწყები იურისტების საგანმანათლებლო გზას, არამედ ხელს უწყობს საზოგადოებაში დაუცველი ადამიანებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
04 დეკ 2023

სასამართლომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სასარგებლოდ მოძალადეს 10,000 ლარის ოდენობით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ნოზაძემ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. უფლებები საქართველოს გუნდი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იცავდა სისტემატური ძალადობის მსხვერპლის უფლებებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები