Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 სექ 2022

პროგრამის დახმარებით ბავშვი სკოლაში სიარულს გააგრძელებს

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)განათლების უფლების აღსრულებას მიაღწია ბავშვისთვის, რომელსაც სახელმწიფო უწყებებმა ტექნიკური მიზეზების გამო არ მისცეს საშუალება საჯარო სკოლაში ევლო. PHR ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა. 

11 წლის ბავშვს კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში უნდოდა გადასვლა დედის, კანონიერი მეურვის, გარდაცვალების შემდეგ. ბავშვი ბებიასთან ცხოვრობდა, რომელსაც არ შეეძლო კერძო სკოლის საფასურის გადახდა და თავად სკოლაც საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარეობდა. ბებიამ განათლების და მეცნიერების სამინისტროს და სკოლებს მიმართა, თუმცა მათ უარი განუცხადეს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანაზე, რადგან იგი არ იყო ბავშვის მეურვე. ბავშვის მამის (კანონიერი წარმომადგენლის) ადგილსამყოფელი წლებია უცნობია.

2022 წლის ივლისში ბავშვმა დასახმარებლად PHR-ს მიმართა. PHR-მა ბავშვის სახელით მაშინვე მიმართა განათლების სამინისტროს, რესურს-ცენტრს და საჯარო სკოლას პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად. თუმცა, მათ ისევ უარი განაცხადეს ბავშვის საჯარო სკოლაში ჩარიცხვაზე, რადგან ბავშვის განცხადება არ ჩაითვალა სათანადოდ მობილობის დასაწყებად. სახელმწიფო უწყებებმა ბავშვს განუცხადეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, ბავშვს არ ჰქონდა უფლება, თავად მოეთხოვა განათლების უფლების რეალიზება.

PHR თვლიდა, რომ ეს არღვევდა ბავშვის განათლების უფლებას, ართმევდა მას ქმედუნარიანობას და უგულვებელჰყოფდა მის საუკეთესო ინტერესს. 2022 წლის 7 სექტემბერს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა მოსამართლის განჩინებით ბავშვის ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხვა. 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომასამართლე ციცინო როხვაძემ ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლიდან იგი შეძლებს საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელებას.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები