"/>
Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 დეკ 2022

ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ უხამსი წარწერების შემცველი პლაკატები აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებში ექცევა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქმეში „ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აწარმოებდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრისა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით. 

საქმე ეხება განმცხადებელთა საჩივარს, რომ მათი დაკავება 2015 წლის ივლისში პანორამა თბილისის სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობა წვრილმანი ხულიგნობისთვის - უხამსი წარწერების შემცველი პლაკატების ხელში ჭერის გამო, მომჩივანთა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა იყო. 

ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ აშკარა იყო ჩარევა მომჩივანთა შეკრების თავისუფლების უფლებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურბანული განვითარების პროექტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი იყო და, შესაბამისად, საჭირო იყო ძალიან მტკიცე საფუძველი დემონსტრაციის დროს განმცხადებლების აზრის გამოხატვის შეზღუდვის გასამართლებლად.

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო შეურაცხმყოფელი სიტყვები არ იყო მიმართული რომელიმე პირის ან ინსტიტუტის მიმართ, რის გამოც ის არ შეიძლება ჩათვლილიყო შეურაცხყოფად, ან კონკრეტულად ვინმეს მიმართ უსაფუძვლო ცილისწამებად. მომჩივნების მიერ უწმაწური სიტყვა გამოყენებული იყო როგორც სტილისტური იარაღი უკმაყოფილების დასაფიქსირებლად სამშენებლო პროექტის მიმართ და სადავო ფორმა, რომელიც მომჩივნებმა აირჩიეს თავიანთი აზრის გამოსახატად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე, არ არის საკმარისი აქციაზე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებში ჩარევა მოიცავდა არა მხოლოდ მათთვის დაკისრებულ საკმაოდ უმნიშვნელო ჯარიმებს, არამედ პოლიციის მიერ დემონსტრაციიდან მათ იძულებით გადაყვანას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი გამოხატვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ჯარიმის დაკისრებას, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს ის, შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე.

სასამართლომ დაადგინა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) გათვალისწინებით და დაავალა სახელმწიფოს თითოეული მომჩივანისთვის მატერიალური ზიანისთვის 40 ევროს და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ევროს გადახდა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლების დაცვას საქართველოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები