Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 - 25 ნოე, 2023

იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭომ ხარისხის შეფასების სტანდარტების სახელმძღვანელოში და მენტორთა სახელმძღვანელო წესებში ცვლილებები დაამტკიცა

იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭომ დაამტკიცა ხარისხის შეფასების სტანდარტების სახელმძღვანელოში და მენტორთა სახელმძღვანელო წესებში ცვლილებები, რომლებიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.

2023 წლის 23-25 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა პროგრამის მხარდაჭერით გამართა შეხვედრა საბჭოს წევრებისთვის, რომელსაც 22 მონაწილე ესწრებოდა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ.

ნინო მელაძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მიმოიხილა ხარისხის შეფასების სტანდარტების სახელმძღვანელოში და მენტორთა სახელმძღვანელო წესებში შესატანი ცვლილებები. მან ასევე წარადგინა ადვოკატისა და მენტორის შეფასების კითხვარები, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის პროგრამის წარმომადგენლის, ალან დალის მხარდაჭერით შემუშავდა. ალან დალი აქტიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების სამსახურთან ხარისხის შეფასების სისტემის გასაუმჯობესებლად და მენტორობას უწევს სამსახურის იურისტებს. ინტენსიური განხილვის შემდეგ საბჭომ შემოთავაზებული ცვლილებები დაამტკიცა.

პროგრამა ასევე ეხმარება იურიდიული დახმარების სამსახურს სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სამსახურის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაზრდის მიზნით. ისეთი კომპლექსური და მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის, როგორიც იურიდიული დახმარების სამსახურია, მკაფიო სამოქმედო გეგმის არსებობას, რომელიც ასახავს მიზნებს, განხორციელების მექანიზმებს, ინდიკატორებს, ვადებს და პასუხისმგებელ პირებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გასვლითი შეხვედრის მეორე დღეს, დავით სიმონიამ, ნინო მელაძემ და პროგრამის იურიდიული დახმარების მრჩეველმა - მარიამ გაიპარაშვილმა, საბჭოს წევრებთან ერთად სამოქმედო გეგმის აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

img
img
img
img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები