Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 დეკ 2023

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთის პანსიონატის საქმე მოიგო

2023 წლის 30 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქობულეთში ისლამური პანსიონატის გახსნის ხელშეშლასთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მოსარჩელეების ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა. საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან ერთად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და PROLoG პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

აპლიკანტების თანახმად, ეროვნულ დონეზე ადეკვატური ზომები არ იქნა მიღებული, რათა ისინი კერძო პირების არაკანონიერი ქმედებებისგან, სიძულვილის ენისა და სხვა დისკრიმინაციული ქმედებებისგან ყოფილიყვნენ დაცული. ქმედებები მიზნად ისახავდა ისლამური პანსიონის გახსნისთვის ხელის შეშლას. 2014 წლის აგვისტოში აპლიკანტებმა იქირავეს შენობა სკოლისთვის ქობულეთში. თუმცა, სკოლის გახსნის მცდელობა არაერთხელ დააბრკოლა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც ხელს უწყობდა პოლიციისა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ განხორციელდა სხვადასხვა უკანონო ქმედება, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა, სკოლის შესასვლელის ბლოკადა და ასევე სკოლის წინ ღორის დაკვლისა და მისი თავის შენობის კარზე მიჭედების ფაქტი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წელს წარადგინა. საქმის განხილვის შემდგომ, სასამართლომ შვიდ განმცხადებელთან მიმართებით დაადგინა მე-8 (პირადი ცხოვრების უფლება) და მე-9 მუხლების (რელიგიის თავისუფლება) დარღვევა, მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში. სასამართლომ ასევე დაადგინა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევა პირველ მოსარჩელესთან მიმართებით.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, მოსარჩელეების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული. ისინი აქციის დროს სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები იყვნენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს მათი დაცვა. კერძოდ, პოლიციის უმოქმედობამ შიშისა და დაუცველობის განცდა ჩამოაყალიბა, რის გამოც აპლიკანტებმა პანსიონატის გახსნისგან თავი შეიკავეს. პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ პირველ განმცხადებელს ჰქონდა დაქირავებული შენობა და, შესაბამისად, ჰქონდა მისი თავისუფლად გამოყენების უფლება. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მათი დაცვა, შპს „ქობულეთის წყლის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სკოლის შენობის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირების შეფერხებამ, მათ სკოლის შენობით სარგებლობა შეუზღუდა.

სახელმწიფოს მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 2,600 ევროს გადახდა, ხოლო გაწეული ხარჯებისთვის 5,000 ევროს გადახდა დაეკისრა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ საქმეს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს, რამაც შექმნა პრეცედენტი, რომელიც იქნება მძლავრი ინსტრუმენტი მომავალში რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

img

უახლესი წარმატების ისტორიები

გაიგე მეტი
img
27 ივნ 2024

PHR-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი საქმე მოიგო

PHR საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
24 მაი 2024

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების დაცვა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის საქმეს USAID კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების მხარდაჭერით აწარმოებდა.

სრულად
img
20 თებ 2024

სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურში: იურიდიულ განათლებაში თეორიისა და პრაქტიკის შერწყმა

სტაჟირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დამწყები იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აკადემიურ თეორიასა და რეალურ სამყაროს აღქმას შორის.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები