Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ნოე 2023

კონფერენცია - სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შესახებ კონფერენციას გამართავენ.

ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი  გლობალური კამპანიის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დამცველების თემის ირგვლივ ერთიან დისკუსიაში ჩართვაა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლიზა კოვაკი,  საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის უფროსი მაკა ფერაძე და საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. 

დღე და ადგილი: თბილისი, 10:00-14:00, რედისონ ბლუ ივერია (I რესპუბლიკის მოედანი).

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები